თქვენ აკეთებთ
ანტიევროპულ განცხადებას,
როდესაც ბრიუსელის
ზოგიერთ ბიუროკრატს და
ზოგიერთ ევროპელ
პოლიტიკოსს აიგივებთ
ევროპასთან და ევროპელ
ხალხთან. ევროპა და
ევროპელი ხალხები არის
სხვა და კონკრეტული
ბიუროკრატები, რომლებიც
დაკავებულები არიან
საკუთარი პოლიტიკური დღის
წესრიგით არის სხვა, -
მიმართა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
ჟურნალისტს, რომელიც
დაინტერესდა იმ ფონზე,
როდესაც ევროკავშირს
აკრიტიკებს მმართველი
გუნდი, რატომ არის, რომ
თავად „ქართული ოცნების“
წევრები და მათი ოჯახები
სარგებლობენ ყველა იმ
სიკეთით, რაც ევროპიდან
მოდის.შალვა პაპუაშვილის
თქმით, ცალკეული ევროპელი
პოლიტიკოსების თუ
ბიუროკრატების
განცხადებები არ არის
ევროპა და ის, რომ დღეს ამ
ადამიანების იდეოლოგია
ჰგავს საბჭოთა კავშირს, არ
ნიშნავს, რომ ისინი
ახმოვანებენ სრულიად
ევროკავშირს.„ისინი
ღალატობენ საკუთარი
ხალხის არჩევანს და აქედან
გამომდინარე არ
წარმოადგენენ საკუთარი
ხალხის ინტერესებს. სწორედ
იმიტომ, რომ ჩვენ ევროპა
გვინდა და ევროკავშირში
გვინდა, სწორედ ამიტომ არის
მნიშვნელოვანი, რომ
დროულად მივუთითოთ და
დროულად შევუშალოთ ხელი
ევროკავშირის
გასაბჭოებას, რომელსაც
ზოგიერთი ევროპელი
პოლიტიკოსი ცდილობს
თავისი იდეოლოგიით.ჩვენზე
კარგად არავინ არ იცის, რას
ნიშნავს საბჭოთა კავშირი
და ფრანგი, გერმანელი თუ
ჰოლანდიელი ჩვენ ვერ
გვეტყვის სწორად ვაფასებთ
თუ არა რას ნიშნავს
საბჭოურობა. ჩვენ ვიცით,
ჩვენ ვართ ამის ექსპერტები.
თვითონ თუ რაიმე სხვა
საკითხის ექსპერტები
არიან, ჩვენ ექსპერტები
ვართ, რომ დავინახოთ თავის
დროზე და ამოვიცნოთ, სად
არის საბჭოთა კავშირი.
ძალიან კარგად ჩანს
საბჭოთა სტილი ზოგიერთი
ბიუროკრატის ქცევაში.
ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ
2030 წელს, როდესაც
საქართველო იქნება მზად
ევროკავშირის წევრობაზე,
მაშინ როდესაც
ევროკავშირის წევრობის
გადაწყვეტის საკითხი
დადგება ჩვენ იქ დაგვხვდეს
ის ევროპა, რომლის
თანაშემოქმედები ჩვენ
ვართ და არ დაგვხვდეს
საბჭოთა კავშირი“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.