საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის, შალვა
პაპუაშვილის განცხადებით,
დედაქალაქის მერობის
კანდიდატის დასახელებას
თავისი პროცედურები
აქვს.მისივე თქმით,
საზოგადოებას დროულად
მიეწოდება ინფორმაცია
კანდიდატის
შესახებ.„მერობის
კანდიდატის დასახელებას
აქვს თავისი პროცედურები
როგორც პარტიული, ისე
ცესკო-ში რეგისტრაციასა და
განაცხადთან
დაკავშირებული. ყველაფერს
დროულად შეიტყობთ“, –
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.კითხვაზე,
„რამდენიმე თვის წინ
მყარად ითქვა, რომ კალაძე
იქნებოდა მესამე ვადით
მერობის კანდიდატი“,
პაპუაშვილმა
უპასუხა:„ოთხი წლის წინ
კახა კალაძეს
დაანონსებამდე სილუეტი
რომ ჰქონდა, ხალხი
მარჩიელობდა, კალაძეს ვერ
ცნობდა ამ სილუეტში. ასე
რომ, დაელოდეთ, ყველაფერს
თავისი დრო აქვს და ყველა
მოქალაქე ნახავს“.