შალვა პაპუაშვილი - მაკრონის განცხადება ეყრდნობოდა ცრუ ნარატივს, რაც ქართველების თვალში სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ ნდობას არყევს, ყველამ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას

Primetime.ge 1 დღე წინ 12
შალვა პაპუაშვილი - მაკრონის განცხადება ეყრდნობოდა ცრუ ნარატივს, რაც ქართველების თვალში სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ ნდობას არყევს, ყველამ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას
როდესაც ჩვენ გვესმის საუბარი ახალ არჩევნებზე და ა.შ. ეს უპირველეს ყოვლისა უპატივცემულობაა ქართველი ხალხის, სულ მცირე, 1 120 000 ადამიანს არ სცემენ პატივს. ამიტომ, ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც შეთანხმდა სამყარო მას შემდეგ, რაც გაერო დაფუძნდა, რომ ერთმანეთის სუვერენიტეტს უნდა ვცეთ პატივი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ახალი არჩევნების შესახებ საუბრები ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანში ჩარევაა.„ჩარევაზე თუ მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ლეგიტიმაციის კრიზისებს, რომელიც ამა თუ იმ ევროპელ ლიდერს, თუ პოლიტიკურ ძალას აქვს. ამიტომ, თუ სურთ ისაუბრონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე, მაშინ ჩვენც ვისაუბრებთ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე. ზოგი წარმავალი ხელისუფლებაა, მაგალითად როგორც გერმანიის, რომელმაც დაკარგა საკუთარი ხალხის ნდობა. ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყვნენ საკუთარი ხალხის ნდობის აღდგენით, დაკავებული არიან საქართველოს ხალხის ნებაში ჩარევით. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაში, სადაც ის საუბრობდა თითქოს რუსულ ჩარევაზე ქართულ არჩევნებში, როდესაც პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ხვდება ცრუ ნარატივი, ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობა, როდესაც ამ დონეზე ადის სასაუბროში პრეზიდენტთან ცრუ ნარატივი. რუსეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში, არ ვიცი, რა ეპითეტით შეიძლება, შევამკოთ ასეთი განცხადება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველამ პატივი უნდა სცეს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს მიიღო.„ქალბატონი სალომეს განცხადებაც გვახსოვს, როცა ჰკითხეს თუ გაქვთო მტკიცებულებები, თქვა, საიდან უნდა მქონდესო. როგორ შეიძლება, რომ ასეთი დონის მართლაც ცრუ ნარატივი, ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ადიოდეს. ეს აჩვენებს, რომ ან არის ძალიან დიდი მავნებლობა ჩადებული ამის უკან სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, ან არის აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი მათი მხრიდან. გუშინ პრეზიდენტ მაკრონის განცხადების ორივე ორივე პუნქტი ეყრდნობოდა ცრუ ნარატივს. როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ცრუ ნარატივზე დაფუძნებით რაღაც დასკვნებს გვაცნობს, ეს არყევს ნდობას სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ ქართველი ხალხის თვალში. ამიტომ, ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ 33 წლის დამოუკიდებლობა იმიტომ არ მოვიპოვეთ სისხლით, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები დღეგამოშვებით ერეოდნენ ქართველი ხალხის ნების გამოვლენაში. ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს თავისი ნება მკაფიოდ, ხმამაღლა ჩამოაყალიბა. თუ რაიმე არის ევროპა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ხალხის ნების პატივისცემა. ნება იბოძოს ყველამ და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა: „ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“.მოგვიანებით, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „მაშინ, როცა მაკრონი დემოკრატიისთვის მებრძოლების მხარდაჭერას საგარეო პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს“.
სრულად წაიკითხეთ სტატია