საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი უნგრეთში
ვიზიტის ფარგლებში
იტალიისა და ლუქსემბურგის
პარლამენტების
თავმჯდომარეებს
შეხვდა.როგორც
პაპუაშვილმა განაცხადა,
კოლეგებთან შეხვედრაზე
საუბარი შეეხო მიმდინარე
პოლიტიკურ საკითხებს,
საქართველო-ევროკავშირს
შორის
ურთიერთობებს.„იტალიის
პარლამენტის
თავმჯდომარესთან ძალიან
მეგობრული შეხვედრა
გვქონდა. მას იტალიაში
ვიზიტის დროსაც შევხვდი.
ძალიან მყარი მხარდაჭერა
გვაქვს ჩვენი კოლეგების
მხრიდან. პარლამენტის
თავმჯდომარეებთან საუბარი
გვქონდა მიმდინარე
პოლიტიკურ საკითხებზე,
საქართველო-ევროკავშირს
შორის ურთიერთობაზე.
იტალიის პარლამენტის
თავმჯდომარის მხრიდან
მივიღეთ სრული
მხარდაჭერის დაპირება, მათ
შორის ჩვენი საერთო
სურვილი, რომ პარლამენტს
შორის ურთიერთობები
ხელშემწყობი უნდა იყოს
საქართველო-ევროკავშირს
შორის ურთიერთობის
გაძლიერების. ამ მხრივ
აბსოლუტური მხარდაჭერა და
გვერდში დგომა გვაქვს“, –
აღნიშნა შალვა
პაპუაშვილმა.საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ბუდაპეშტში ევროკავშირის
წევრი და პარტნიორი
ქვეყნების პარლამენტების
თავმჯდომარეების
კონფერენციაში
მონაწილეობს.