ის, რაც ჩვენ ვნახეთ
იანვრის რეზოლუციაში, ეს
იყო საბჭოთა სტილის აქტი,
როცა სხვა ხალხის
სუვერენიტეტს პატივს არ
სცემ. ამით PACE-მ უპირველეს
ყოვლისა, საკუთარ
პრინციპებს უღალატა და
გადაუხვია, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს
თემაზე დღეს დაგეგმილი
დებატების თემაზე
საუბრისას.„ჩვენ დიდი
შეშფოთებით ვაკვირდებით
იმ ტენდენციებს, რომლებიც
სხვადასხვა ფორუმზე ხდება,
სადაც ძირითადად ვხედავთ,
რომ გავლენა აქვთ
პოსტსაბჭოთა ჯგუფებს,
რომლებიც ყველაზე ადვილად
მართულები აღმოჩნდნენ იმ
ქსელის მიერ, რომლებიც დღეს
ომის აქტივისტები არიან.
ყველაზე მოწყვლადი ამ
გავლენების მიმართ
აღმოჩნდნენ ზუსტად
პოსტსაბჭოთა ზოგიერთი
რესპუბლიკის
წარმომადგენლები,
რომლებიც დღეს
ევროკავშირს აფარებენ
თავს. ვაკვირდებით
ტენდენციას, რომ მთავარი,
რასაც ისინი აკეთებენ,
იმეორებენ საბჭოთა
მიდგომებს ქვეყნების,
ხალხების სუვერენიტეტის
უპატივცემულობისა.ის, რაც
ჩვენ ვნახეთ იანვრის
რეზოლუციაში, ეს იყო
საბჭოთა სტილის აქტი, როცა
სხვა ხალხის სუვერენიტეტს
პატივს არ სცემ. ამით PACE-მ
უპირველეს ყოვლისა,
საკუთარ პრინციპებს
უღალატა და გადაუხვია.
ამიტომ ჩვენ ვთქვით და ჩვენ
დღეს დელეგაციით არ ვართ
წარმოდგენილი PACE-ში და
სანამ პატივს არ სცემენ
ქართველი ხალხის
სუვერენიტეტს, რომ თავად
აირჩიოს საკუთარი
ხელისუფლება, რთულია,
ისაუბრო რაიმე
კონსტრუქციულ დიალოგზე”, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარემ.შალვა
პაპუაშვილმა ასევე
აღნიშნა, რომ PACE-ში, ვხედავთ
იგივე ადამიანებს, როლებიც
ევროპარლამენტში არიან.
მისი შეფასებით, ევროპის
სხვადასხვა ქვეყანა
საბჭოთა სტილით
იქცევა.„იგივე პოლიტიკური
ჯგუფები არიან, რომლებიც
ყვირიან და არ საუბრობენ,
ეს არის საბჭოთა სტილის
ქცევა, რომელიც ვირუსივით
შეეპარა სამწუხაროდ,
ევროპის სხვადასხვა
ქვეყანას და სულ უფრო მეტად
და მეტად ემსგავსებიან
საბჭოთა კავშირში არსებულ
ქცევის სტილს, რაც
სამწუხაროა. 9 აპრილის
აღნიშვნის ფონზე - ჩვენ
იმისთვის არ ვიბრძოდით და
იმიტომ არ გვინდოდა
დამოუკიდებლობა, რომ დღეს
ესტონეთმა უკარნახოს
ქართველ ხალხს, ვინ
აირჩიოს, ხან ლიტვის
საგარეო საქმეთა
მინისტრმა და საფრანგეთის
ან შვედმა ზოგიერთმა
დეპუტატმა, რომელიც აქ
მაიდანს ითხოვდა”, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეა დღეს
საქართველოს საკითხზე
დებატებს გამართავს.
ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეა
ასევე იმსჯელებს
საქართველოზე მიღებულ
რეზოლუციასთან
დაკავშირებულ შემდგომ
ქმედებებზე, რომელიც
საქართველოს დელეგაციის
მანდატების რატიფიცირებას
ეხება.ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეამ 29
იანვარს მიიღო რეზოლუცია,
რომლის თანახმად,
საქართველოს დელეგაციას
აპრილამდე შეზღუდული
უფლებამოსილება ექნება.
დოკუმენტში მოცემულია
გარკვეული პირობები,
რომელთა შესრულებასაც
საქართველოს ხელისუფლებას
აპრილამდე სთხოვენ. მათ
შორის არის „პოლიტიკური
პატიმრების გათავისუფლება
და ახალი არჩევნების
გამოცხადება“.მოგვიანებით
საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელმა,
საქართველოს პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა თეა
წულუკიანმა განაცხადა, რომ
ქართველი დეპუტატები
წყვეტენ მუშაობას
საპარლამენტო ასამბლეაში,
თუმცა ქვეყანა ევროპის
საბჭოს წევრად რჩება.