შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იმ ელჩების, პოლიტიკოსების და „ენჯეოების“ სინდისზეა ის, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა, რომ ორი წელი სრულად აქვს მოსახდელი მზია ამაღლობელს

Primetime.ge 2 საათი წინ 2
შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იმ ელჩების, პოლიტიკოსების და „ენჯეოების“ სინდისზეა ის, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა, რომ ორი წელი სრულად აქვს მოსახდელი მზია ამაღლობელს
ზუსტად იმ ელჩების, პოლიტიკოსების და „ენჯეოების“ სინდისზეა ის, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა, რომ ორი წელი სრულად აქვს მოსახდელი, - განახადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.„როდესაც ვიხილეთ 24 საელჩოს განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებულ განაჩენზე, ამოვიკითხე საფრანგეთის ელჩის ხელმოწერაც. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მაკრონზე სილის გაწვნისთვის ადამიანს მიუსაჯეს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. შემდეგ სასამართლომ ვინაიდან პირმა ითანამშრომლა სასამართლოსთან და აღიარა დანაშაული, 4 თვე საპატიმრო მსჯავრად განსაზღვრა, დანარჩენი 12 - პირობითად. საქართველოში ანალოგიურ შემთხვევაში 24 თვე მიუსაჯა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა. საქართველოში არც ითანამშრომლა, არც აღიარა, არც შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი და საფრანგეთის ელჩი ამას უწოდებს არაპროპორციულს.თუ სადმე ეძებენ თუნდაც მზია ამაღლობელი და მისი გულშემატკივრები დამნაშავეებს თუ რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იმ დარბაზში ელჩების სახით, რომლებიც აგულიანებდნენ მზია ამაღლობელს, რომ არ აღიარო დანაშაული, არ ითანამშრომლო გამოძიებასთან, არ წახვიდე საპროცესო გარიგებაზეო. ზუსტად იმ ელჩების, პოლიტიკოსების და „ენჯეოების“ სინდისზეა ის, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა, რომ ორი წელი სრულად აქვს მოსახდელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია