შალვა პაპუაშვილი - ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელება ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ზურაბიშვილი უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა

Primetime.ge 23 საათი წინ 15
შალვა პაპუაშვილი - ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელება ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ზურაბიშვილი უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა
ეს უკვე ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში. ეს არის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა სალომე ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებასთან დაკავშირებით.„შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი როდესაც წავიდა ხელისუფლებიდან, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მისცეს მკვლევრის სტატუსი და დასვეს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, რა როლი ჰქონდა მას და აქვს ამ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათი პირდაპირ დაწერილი სცენარი, ქალბატონი ლორა თორნტონის. ის პირდაპირ წერდა, არჩევნები რომ ჩატარდება და აღიარებენ ამას დამკვირვებლებიო, მაინც პროტესტები იქნებაო და ამ პროტესტს უნდა დავუჭიროთ მხარიო. შემდეგ გახსოვთ, როგორი იმედგაცრუებული იყო ქალბატონი ლორა თორნტონი, გაკვირვებული იყო, კი მაგრამ მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. ეს არის, საერთო ჯამში, კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. სირცხვილია უბრალოდ, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ ასეთ გზაზე როცა დადგება ადამიანი, მას უკვე სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა.მაკკეინის ინსტიტუტის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ, როგორც კისინჯერის სტიპენდიატი, სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს დიპლომატის, ლიდერის და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას თავის ქვეყანაში ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზისკენ სწრაფვისთვის.
სრულად წაიკითხეთ სტატია