„ის, ვინც ცდილობს
დემოკრატიისა და
საქართველოს მოსახლეობის
შანტაჟს, რა თქმა უნდა,
ამაზე ყოველთვის მიიღებს
სამართლიან, კონსტიტუციურ,
კანონიერ პასუხს“, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა პლენარულ
სხდომაზე, სადაც სამი
პოლიტიკური გაერთიანების
წევრ 49 დეპუტატს
უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდა.შალვა
პაპუაშვილმა წინა
მოწვევის პარლამენტის
მუშაობის დასაწყისში
ოპოზიციის ქმედებები
გაიხსენა.მისი თქმით, 2020
წლის არჩევნების შემდეგ
მიუხედავად იმისა, რომ
ოპოზიციური პარტიები
პარლამენტში შევიდნენ,
ისინი ინტენსიურად
აცდენდნენ
სხდომებს.„გახსოვთ, რომ
სხდომების ნახევარზე მეტი
გაცდენილი ჰქონდათ, ხან
ბოიკოტით და ხან - ისე.
არცერთი დღე რეალურად არ
უმუშავიათ პარლამენტში. 2020
წლის არჩევნების შემდეგ
საპარლამენტო
უმრავლესობამ მათ შანსი
მისცა, რომ საკუთარი
ამომრჩევლის ნება
წარმოედგინათ, რადიკალური
ოპოზიცია შეეცადა, ეს
პრეცედენტად ექცია და 2024
წლის არჩევნების შემდეგაც
ზუსტად იმავე მცდელობას
ვხედავთ - არჩევნების
გაუქმების და ხალხის ნების
უარყოფის. ვხედავთ იმავე
მეთოდებს, მათ შორის,
მანდატებზე უარის თქმას. რა
თქმა უნდა, ჩვენ, ქართველი
ხალხის სახელით, ვერ
დავუშვებთ, რომ
საქართველოს კონსტიტუცია,
დემოკრატია იყოს
უგულებელყოფილი და ხალხის
ნების ფეხქვეშ გათელვას
ცდილობდეს რადიკალური
ოპოზიცია მისი შიდა თუ გარე
მფარველების მეშვეობით“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.