შალვა პაპუაშვილი: ევროპის სახელით ხდება ძალადობა საქართველოში, ვიცით, რას ნიშნავს საბჭოთა კავშირი, ამიტომ ვაფრთხილებთ ევროკავშირის მოქალაქეებს და ვხედავთ, როგორია არჩევნების შედეგები ევროკავშირში

Primetime.ge 12 საათი წინ 1
შალვა პაპუაშვილი: ევროპის სახელით ხდება ძალადობა საქართველოში, ვიცით, რას ნიშნავს საბჭოთა კავშირი, ამიტომ ვაფრთხილებთ ევროკავშირის მოქალაქეებს და ვხედავთ, როგორია არჩევნების შედეგები ევროკავშირში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ევროპის სახელით ხდება ძალადობა საქართველოში.პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირს არ დაუგმია დეკემბრის მოვლენების დროს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და პარლამენტის დაწვა.„დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ვაკვირდებით ევროკომისიის მხრიდან, არის, რომ ამართლებენ პარლამენტის დაწვას, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, ამართლებენ ძალადობას. მითხარით ერთი განცხადება მაინც ევროკავშირის ელჩის, გერმანიის ელჩის, რომელიმე მათი ელჩის, ევროკომისიის რომელიმე წარმომადგენლის ერთი განცხადება, რომელმაც დაგმო „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელმაც დაგმო პარლამენტის დაწვა. რომელიმემ დაგმო ძალადობა? ევროკავშირმა დაგმო პარლამენტის დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა? არა. ევროკომისია, ნაცვლად იმისა, რომ დაგმოს ძალადობა, პარლამენტის დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ამით ამართლებს და ეს არის სინამდვილეში მთავარი სირცხვილი, რასაც ბრიუსელი აყენებს ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს, როდესაც ძალადობა დღეს ევროპის სახელით ხდება საქართველოში.  რასაც ვუყურებთ, ყველა ეს ძალადობა, მუქარა, სიძულვილის ენა, ბულინგი, ვისი სახელით ხდება? ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის დროშის და ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩების სოლიდარობით.ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანიის და ევროკავშირის ელჩები სოლიდარობას უცხადებენ პოლიციელზე თავდამსხმელს. ამას ხომ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ყველაფერია, გარდა ევროპული ღირებულებებისა. ეს არის გზა საბჭოთა კავშირისკენ და ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირში ნამყოფი, ვიცით, რას ნიშნავს საბჭოთა კავშირი. ამიტომაც ვაფრთხილებთ ჩვენ ევროკავშირის მოქალაქეებს და ვხედავთ, რომ მიდის ამ მხრივ მოქალაქეების გამოფხიზლება. ვხედავთ, როგორია არჩევნების შედეგები ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია