შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, ჩემი მოწოდებაა, პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს

Primetime.ge 4 დღის წინ 6
შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, ჩემი მოწოდებაა, პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს
33 წლის წინ ბრძოლითა და სისხლით დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ყველა ქვეყნის მიმართ ჩემი მოწოდებაა, პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ეს არის საფუძველთა საფუძველი საერთაშორისო წესრიგისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილი სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.„განცხადების ავტორებს შორის არიან იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ვგულისხმობ ესტონეთის, ლიეტუვის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვეულებრივად წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილენი იყვნენ ოპოზიციის მხარეს. როგორც ჩანს, ისინიც მიიჩნევენ, რომ დამარცხდნენ ამ არჩევნებში და ახლა ცდილობენ, რაღაც საგარეო ბერკეტების გამოყენებით გავლენა იქონიონ ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელი, არადემოკრატიული გზაა. გზა, რომელსაც ეს ქვეყნები ედავებიან რუსეთს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. როგორც ჩანს, იმდენად გართული არიან ამ ბრძოლით რუსეთთან, რომ ნელ-ნელა რაღაც მეთოდებით თავად ემსგავსებიან რუსეთს. ვგულისხმობ საგარეო ჩარევას სხვა ქვეყნის შიდა საკითხებსა და სუვერენიტეტში. ჩვენ 33 წლის წინ ბრძოლითა და სისხლით დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. სამწუხაროა, როდესაც, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნები იმავე მენტალიტეტით მოქმედებენ საქართველოს მიმართ, რა მენტალიტეტსაც აჩენდნენ, თავის დროზე ვხედავდით ხოლმე სხვა დედაქალაქიდან. მნიშვნელოვანია, რომ ახლა კითხვის ნიშანი ესმება და თუ სასწორზე დგას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან ზოგიერთი ევროპელი ქვეყნის პატიოსნება იმ მხრივ, რამდენად ერთგული არიან იმ სიტყვისა, რომელსაც ხშირად იმეორებენ სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რომ პატივს სცემენ საქართველოს, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ასეთი ტიპის განცხადებები ქმნის აღქმას, რომ მათ სუვერენიტეტი მხოლოდ თავისი თავისთვის და საკუთარი ხალხისთვის სჭირდებათ, ხოლო სხვა ხალხების სუვერენიტეტს ძალიან ადვილად ლახავენ.ყველა ქვეყნის მიმართ ჩემი მოწოდებაა, პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ეს არის საფუძველთა საფუძველი საერთაშორისო წესრიგისა. ისინი თუ დაარღვევენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, შემდეგ არ უნდა გაუკვირდეთ, როდესაც სხვებიც არღვევენ ხოლმე ასეთ წესრიგს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას წესები, მიუღებელია სუვერენიტეტის შელახვა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესით, ჩვენი კონსტიტუციის ერთგულებისთვის, ამიტომ ვინ რა განცხადებას გააკეთებს ამ მხრივ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა არის ის, რომ არავინ შელახოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა – უპირველეს ყოვლისა, რუსეთი ერევა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რუსეთს, არავინ შელახოს ჩვენი სუვერენიტეტი, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ვგულისხმობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტით მოქმედებენ საქართველოსთან დაკავშირებით და ეს არის ამოსავალი წერტილი ყველანაირი ურთიერთობისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია