ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ
მიიღო გადაწყვეტილება 20
ივნისთან დაკავშირებით,
სადაც დაადგინა
კონკრეტული დარღვევები.
საგამოძიებო კომისია
აპირებს, რომ შეისწავლოს თუ
რა ტიპის დარღვევები იყო, -
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
საგამოძიებო კომისიის
მიერ გიორგი გახარიას
დაბარებასთან
დაკავშირებით.მისი თქმით,
კომისიას აქვს კითხვები და
ყველა ის პირი, ვინც
პასუხისმგებელი იყო
აქციის მართვაზე,
სავარაუდოდ დაბარებული
იქნება
სხდომაზე.„ადამიანის
უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ სულ ახლახან
მიიღო გადაწყვეტილება 20
ივნისთან დაკავშირებით,
სადაც დაადგინა
კონკრეტული დარღვევები. ამ
საკითხთან დაკავშირებით,
რა თქმა უნდა საგამოძიებო
კომისია აპირებს, რომ
შეისწავლოს თუ რა ტიპის
დარღვევები იყო მაშინდელი
პოლიტიკური
ხელმძღვანელობის მხრიდან,
ასევე მისი მხრიდან, ვინც
პასუხისმგებელი იყო
აქციის მართვაზე. რა
ქმედებები იყო
განხორციელებული და
ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილების
საპასუხოდ შეისწავლოს ეს
გარემოებები.უპირველეს
ყოვლისა, რასაც
საგამოძიებო კომისია
აკეთებს ეს არის
გამოკითხვა ადამიანების,
რომლებსაც აქვთ
კონკრეტული ინფორმაცია,
რომელიც უნდა მიაწოდონ
საგამოძიებო კომისიას და
აქ არავინ მოდის
ბრალდებულის სტატუსით.
სხვათა შორის ისინი, ვინც
გაექცნენ საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
მოსვლას, საბოლოო ჯამში
აღიარებით ჩვენებას
აძლევენ, რომ მათ ჩადენილი
აქვთ რაღაც, რაც დანაშაულია
ან დანაშაულის ტოლფასია“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.მისი თქმით,
თუკი საგამოძიებო კომისია
ჩათვლის საჭიროდ, რომ
ხელისუფლების
წარმომადგენლებისგან
მიიღოს ინფორმაცია,
მმართველი გუნდის
თითოეული წევრი მზად არის
მივიდეს და უპასუხოს
კომისიის კითხვებს.