საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი „აზერბაიჯანის
ავიახაზების“ სამგზავრო
თვითმფრინავის
კატასტროფის გამო
მწუხარებას
გამოთქვამს.ამის შესახებ
პაპუაშვილი სოციალურ
ქსელში წერს.„დიდი
მწუხარებით ვუსამძიმრებ
„აზერბაიჯანის
ავიახაზების“
თვითმფრინავის
კატასტროფის შედეგად
დაღუპულთა ოჯახებსა და
მეგობრებს. ღრმა
თანაგრძნობას ვუცხადებ
მთელ აზერბაიჯანელ ერს.
ვიზიარებთ თქვენს
მწუხარებას და ვუსურვებთ
ყველა დაშავებულს სწრაფ
გამოჯანმრთელებას“, – წერს
შალვა
პაპუაშვილი.ყაზახეთის
ქალაქ აქთაუს აეროპორტთან
„აზერბაიჯანის
ავიახაზების“ სამგზავრო
თვითმფრინავმა კატასტროფა
განიცადა. ბოლო
მონაცემებით,
ავიაკატასტროფას
სამგზავრო ლაინერის 67
მგზავრიდან 32 გადაურჩა.
დაშავებულთა ნაწილის
მდგომარეობა მძიმეა. ისინი
რეანიმაციულ
განყოფილებაში
იმყოფებიან.