ეს დღე არის ერთის მხრივ
ჩვენი გმირების მოგონების
და მეორეს მხრივ, ჩვენს
მომავალზე დაფიქრების დღე,
- განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა აგვისტოს
ომის 17 წლისთავთან
დაკავშირებით.„დღეს
ვიხსენებთ 17 წლის წინ
აგვისტოს თვეში ჩვენს
დაღუპულ ჩვენს გმირ
ჯარისკაცებს, დაღუპულ
მოსახლეობას. 400-ზე მეტი
ადამიანი დაიღუპა, 1500-ზე
მეტი ადამიანი დაიჭრა. 125
სოფელზე საქართველოს
ცენტრალურმა ხელისუფლებამ
დაკარგა კონტროლი. ეს დღე
ჩვენ ბევრ რამეზე
გვაფიქრებს. გვაფიქრებს
უპირველეს ყოვლისა ჩვენი
ჯარისკაცების მიერ
ჩადენილ გმირობაზე, ჩვენს
მოსახლეობაზე, რომელიც
იძულებული იყო საომარი
ტერიტორიიდან გამოსულიყო
და იმაზე, რამდენად მყიფეა
მშვიდობა. დღესაც ისევე
მყიფეა მშვიდობა და
მომენტალურად შეიძლება
შეიცვალოს სიტუაცია, თუ
ჩვენი საზოგადოება
ბრძნულად არ იმოქმედებს. ეს
დღე არის ერთის მხრივ ჩვენი
გმირების მოგონების და
მეორეს მხრივ, ჩვენს
მომავალზე დაფიქრების
დღე“, - აღნიშნა
პაპუაშვილმა.