USAID-მა, პოლიტიკური
ენჯეოების გავლით,
საქართველოში 41,7 მილიონი
აშშ დოლარი დახარჯა
არჩევნებზე, - წერს
სოციალურ ქსელში
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი.როგორც
ის აღნიშნავს, მოსახლეობის
რაოდენობის თანაფარდობას
თუ ავიღებთ ეს თანხა აშშ-ის
არჩევნებში უცხოეთიდან 3,78
მილიარდი აშშ დოლარის
ჩასხმის
ეკვივალენტია.„USAID-მა,
პოლიტიკური ენჯეობის
გავლით, საქართველოში 41,7
მილიონი აშშ დოლარი
დახარჯა არჩევნებზე.
მოსახლეობის რაოდენობის
თანაფარდობას თუ ავიღებთ
ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში
უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ
დოლარის ჩასხმის
ეკვივალენტია. ეს შედარება
კიდევ უფრო თვალსაჩინო
იქნება თუკი საფუძვლად
ქვეყნების GDP-ს
ავიღებთ.შეუძლებელია, სხვა
ქვეყნის არჩევნებზე 41,7
მილიონ აშშ დოლარს
ხარჯავდე და არანაირ
ანგარიშვალდებულებას არ
გრძნობდე ამ ქვეყნის
მოსახლეობის მიმართ.USAID-მა,
რომელიც 2020 წელს თავად იყო
პარალელური დათვლის ყალბი
შედეგების გავრცელების და
არჩევნების აყირავების
მცდელობის მონაწილე და
2024-შიც იგივე გააგრძელა,
უნდა განმარტოს, როგორ
ხდება, რომ ათეულობით
მილიონი იხარჯება იმ
ორგანიზაციებზე, რომლებიც,
ყოველ ჯერზე, არჩევნების
აყირავების მოთავეები
არიან“, - წერს შალვა
პაპუაშვილი.