საქართველოს სპორტის
მინისტრი შალვა გოგოლაძე
სლოვაკეთის სპორტის
სახელმწიფო მდივან ივანა
შუფლიარსკა-ლიბიკოვასა და
ტურიზმის სახელმწიფო
მინისტრ მატინ კრნაჩს
შეხვდა.სამინისტროს
ინფორმაციით, შეხვედრაზე
მხარეებმა საქართველოსა
და სლოვაკეთს შორის
სპორტის მიმართულებით
ურთიერთობების
გაღრმავებაზე
ისაუბრეს."შალვა გოგოლაძემ
სახელმწიფო მდივნებს
ფეხბურთში 21-წლამდელების
ევროპის ჩემპიონატის
კარგად ორგანიზებისთვის
მადლობა
გადაუხადა.შეხვედრაზე
ასევე იმსჯელეს სპორტის,
განსაკუთრებით ზამთრის
სპორტის, მიმართულებითა და
ტურიზმის სფეროში
ერთობლივი პროექტების
განხორციელების
შესაძლებლობებზე.შეხვედრას
ესწრებოდა საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი
სლოვაკეთის რესპუბლიკაში
კონსტანტინე ქვაჩაკიძე", -
აღნიშნულია უწყების
განცხადებაში.სლოვაკეთი
21-წლამდელების ევროპის
ჩემპიონატს მასპინძლობს.
საქართველოს ახალგაზრდული
ნაკრები კონტინენტის
პირველობაზე C ჯგუფში
საფრანგეთთან,
პორტუგალიასა და
პოლონეთთან ერთად
ასპარეზობს.