შავი ფული იქნება თუ ფულის გათეთრება - ეს არის სერიოზული ბრალდება და ამაზე ზედაპირული საუბარი, გამოძიების დასრულების გარეშე, სამართლიანი არ მგონია - თეონა აქუბარდია

Primetime.ge 2 თვის წინ 58
შავი ფული იქნება თუ ფულის გათეთრება - ეს არის სერიოზული ბრალდება და ამაზე ზედაპირული საუბარი, გამოძიების დასრულების გარეშე, სამართლიანი არ მგონია - თეონა აქუბარდია
ყველამ იცის, რომ ოპოზიცია მუშაობს შავი ფულით - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამ კომენტარით "კურიერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტები შეაფასა. "მთავარ არხში" არსებულ უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე არხის ერთ-ერთი მოქმედი დირექტორი ლაპარაკობს - გიორგი ქურდაძე ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და "თიბისი ბანკს სწერს - ის საუბრობს ბოლო 5 წლის ოპერაციებზე, მიუთითებს გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომლის ნაწილი უცხოეთშიც არის გაგზავნილი.თემაზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები - "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ხელმძღვანელობამ არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე საუბარი არ უკვირს ოპოზიციის ნაწილს - მაგალითად, პარტია "გირჩის" წევრები ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში შავი ფული უცხო არ არის.პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" კი გამოძიების დასრულების გარეშე საკითხზე ზედაპირული საუბრები სამართლიანად არ მიაჩნიათ."პირველ რიგში, ბუნებრივია, იქნება ეს შავი ფული თუ იქნება ეს ფულის გათეთრება - ეს არის სერიოზული ბრალდება და ამაზე ზედაპირული საუბარი გამოძიების დასრულების გარეშე არ მგონია სამართლიანი მით უფრო მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია და არჩევნების მანიპულაციებისთვის სხვადასხვა თემა გამოიყენბა "ქართული ოცნების" მხრიდან," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.
სრულად წაიკითხეთ სტატია