მგონია, რომ ტრამპის
პრეზიდენტობის მეორე
ვადაში ბევრად უფრო
ფრთხილი და პრაგმატული
პოლიტიკა ექნება მას და მის
ადმინისტრაციას ჩინეთის
მიმართ გამომდინარე
იქიდან, თუ რა გამოწვევების
წინაშე დგას დღეს მსოფლიო, -
განაცხადა აშშ-ჩინეთის
ურთიერთობებზე საუბრისას
„დღის ქრონიკაში“ ჩინეთში
საქართველოს ყოფილმა
ელჩმა, სინოლოგმა არჩილ
კალანდიამ.მან აღნიშნა, რომ
დღეს თანამედროვე
რეალობაში ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკა და
ამერიკის შეერთებული
შტატები წარმოადგენენ
გლობალური მნიშვნელობის
სახელმწიფოებს და მათი
თანამშრომლობა და საერთო
ინტერესების მუდმივი
ძიება განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს.„უკვე
დღეს არც ერით
მნიშვნელოვანი საკითხის,
მით უმეტეს საკვანძო
საკითხების გადაწყვეტა არ
შეიძლება, განხორციელდეს
ოფიციალური ვაშინგტონისა
და ოფიციალური პეკინის
შეთანხმების გარეშე. ამ
კონტექსტში 2025 წელს
მნიშვნელოვანია მეტი
თანმხვედრი პოზიციები
ვაშინგტონსა და პეკინს
შორის.რა თქმა უნდა,
არსებობს მთელი რიგი
უთანხმოებებისა, ათეული
წლებია, არსებობდა, ახლაც
გვაქვს სახეზე, მაგალითად,
ვგულისხმობ ტაივანის,
სამხრეთ ჩინეთის ზღვის,
ტიბეტის და მთელ რიგ
საერთაშორისო ასპარეზზე
მათი უთანხმოებების
საკითხებს. გამომდინარე
იქიდან, რომ ისინი არიან
გლობალური მოთამაშეები,
მუდმივად იქნება აზრთა
სხვადასხვაობა და ისინი
მუდმივად იქნებიან მთელ
რიგ საკითხებზე
სხვადასხვა მოწინააღმდეგე
პლატფორმებზე. მაგრამ
ამავე დროს, პარალელურ
რეჟიმში, მე ღრმად ვარ
დარწმუნებული და როგორც
სინოლოგს მიმაჩნია, რომ მათ
შორის საერთო ინტერესების
ძიება და მათი პოვნა ორივე
ქვეყნის ინტერესში
შედის.მე მგონია, რომ
ტრამპის პრეზიდენტობის
მეორე ვადაში ბევრად უფრო
ფრთხილი და პრაგმატული
პოლიტიკა ექნება მას და მის
ადმინისტრაციას ჩინეთის
მიმართ გამომდინარე
იქიდან, თუ რა გამოწვევების
წინაშე დგას დღეს მსოფლიო
და რა წარმატებებს მიაღწია
კონკრეტული
მიმართულებებით ჩინეთმა
საერთაშორისო ასპარეზზე
ბოლო წლების
განმავლობაში.ბევრის
პროგნოზი იყო, რომ ტრამპს,
ისევე როგორც
პრეზიდენტობის პირველ
ვადაში, საკმაოდ ხისტი
პოზიციები ექნება, მაგრამ
მე ასე არ ვფიქრობ
დღევანდელი რეალობის
გათვალისწინებით”, -
განაცხადა ყოფილმა
ელჩმა.მან ამის მაგალითად
დაასახელა დონალდ ტრამპის
ინაუგურაციაზე ჩინეთის
პრეზიდენტის
მიწვევა.„დაფიქსირდა
უპრეცედენტო შემთხვევა,
როდესაც პრეზიდენტის
ინაუგურაციაზე მიიწვიეს
ჩინეთის პრეზიდენტი. ბევრი
ელოდებოდა, რომ სი ძინფინგი
გააგზავნიდა საგარეო
საქმეთა მინისტრს, მაგრამ
გააგზავნა
ვიცე-პრეზიდენტი და მან
გამართა შეხვედრები
როგორც პრეზიდენტ
ტრამპთან, ასევე
ახალდანიშნულ
ვიცე-პრეზიდენტთან.გარდა
ამისა, მოგეხსენებათ, რომ
ტრამპის ადმინისტრაციამ
უკვე გამოაცხადა, რომ
იწყებს მუშაობას
პრეზიდენტის ვიზიტზე
პეკინში. ესეც არის
ნიშანდობლივი, რომ ტრამპი
გეგმავს პეკინში ჩასვლას
და არა სი ძინფინგი
ვაშინგტონში. ესეც ბევრ
რამეზე მიუთითებს. ამავე
დროს ტრამპმა ტარიფების
ზრდაზე განაცხადა
ჩინეთთან იმპორტირებული
საქონლისა, ასევე პანამის
არხთან დაკავშირებით
ჩინეთი ნეგატიურ
კონტექსტში მოიხსენია.ანუ
ეს არის ნათელი მაგალითი
იმისა, რომ მუდმივად იქნება
როგორც
ურთიერთდაპირისპირებული
პოზიციების გახმოვანება
და შესაბამისი ქმედებები,
ასევე, საერთო ინტერესების
ძიება. აქედან გამომდინარე,
საკმაოდ საინტერესო წლები
გველოდება. ეს ნიშნული არა
ისეთ დაბალ დონეზე, როგორც
დრეს არის და როგორც
რუსეთ-უკრაინის ომთან
მიმართებაში, ასევე სხვა
მნიშვნელოვან რეგიონული
თუ გლობალური
მნიშვნელობის საკითხებში
ისინი აუცილებლად
გამონახავენ საერთო
ინტერესს და საერთო
გადაწყვეტის გზებსაც
მოძებნიან”, - განაცხადა
არჩილ კალანდიამ.