ყველაფერი, რაც მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოებაზე უნდა იცოდე

News.ge 2 თვის წინ 97
ყველაფერი, რაც მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოებაზე უნდა იცოდე

თუკი ს მობილბანკით ყოველდღიურად სარგებლობ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს: იმ საბანკო აქტივობებში, რომლებსაც ლამის უკვე ავტომატურად ასრულებ, იქნება ეს გადახდები, გადარიცხვები თუ სხვა ოპერაციები, დაჯილდოვდები. თუ ჯერ კიდევ არ ხარ მობილბანკის მომხმარებელი, დროა გადმოწერო Android ან iOS ვერსია და ყოველდღიურობის გამარტივებასთან ერთად დასაჩუქრდე.
ჰო, ყველაფერი სწორად გაიგე — მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო!
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მობილბანკის აპლიკაციაში მედლების სივრცე გამოჩნდა, რომელიც მედლების ქვეშ აერთიანებს აქტივობებს და, რა თქმა უნდა, საჩუქრებს. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, სახალისო თავშესაქცევია, მეორე მხრივ კი, ბევრი სარგებლის მომტანიც: უკეთ გაიცნობ მობილბანკის შესაძლებლობებს, მიიღებ ერთჯერად საჩუქრებს, გაიუმჯობესებ სტატუსს და, ზოგადად, აპლიკაციით სარგებლობის გამოცდილებას. მედლების სივრცე ყველა ფიზიკურ პირს ავტომატურად გაუაქტიურდება და ყველას ექნება შესაძლებლობა, მობილბანკში იმ აქტივობის გამო დასაჩუქრდეს, რასაც ისედაც ყოველდღიურად აკეთებს.
რა არის მედლები და როგორ უნდა მოიპოვო ისინი
მობილბანკის ახალ სივრცეში უკვე გელოდება მედლები. თითოეული მედალი შეიძლება ერთ ან რამდენიმე აქტივობას აერთიანებდეს. როცა ამ აქტივობებს ასრულებ, ჯილდოვდები მედლით და შესაბამისი საჩუქრით, რომელიც სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს.
თითოეული მედლისთვის შესაბამისი აქტივობა და საჩუქრები წინასწარაა განსაზღვრული. ამასთან, ყოველ მომხმარებელს მობილბანკში სხვადასხვა მედალი ხვდება — იმის მიხედვით, თუ რა ინტერესები, ქცევა და პრიორიტეტები აქვს აპლიკაციაში. მაგალითისთვის, თუკი ბარათი ჯერ კიდევ არ გაქვს, ერთ-ერთი მედლის აქტივობად შეიძლება ბარათის შეკვეთა ამოგივიდეს. აქტივობა ასევე შეიძლება იყოს ყულაბის გახსნა, თანხის გადარიცხვა ან სულაც ბარათით გადახდა.
რაც შეეხება შესასრულებელ აქტივობებს, ამის დეტალურად ნახვას მედლის გვერდის გახსნისას შეძლებ. აქვე მიადევნებ თვალს დავალებების შესრულების პროგრესს და გაიგებ, რა საჩუქარი გელოდება ბოლოში გასვლისას. საჩუქრების ნახვასაც ამავე სივრცეში შეძლებ
აქტივობები კი, სხვათა შორის, შეიძლება გამეორდეს — ერთი და იმავე დავალების შესრულება ზოგჯერ სხვადასხვა მედლის მისაღებად მოგიწევს. ამდენად, შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე მედლის მოპოვებაც სცადო. თუმცა, თითოეული მედლის მიღება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.
რა საჩუქრები იმალება მედლების უკან
მედლის მისაღებად გათვალისწინებული ყველა აქტივობის შესრულების შემდეგ, სხვადასხვაგვარ საჩუქარს მიიღებ. რასაკვირველია, წინასწარ შეგიძლია ნახო, თითოეული მედალი რა საჩუქრის შემცველია.
საჩუქრები შეიძლება მოიცავდეს PLUS და MR ქულებს, მეტი ქულების დაგროვების შესაძლებლობას განსაზღვრული ვადით, ფასდაკლებებსა და ვაუჩერებს მაღაზიებში, ციფრული სასაჩუქრე ბარათი. ამავდროულად შეიძლება მიიღო ისეთი ტიპის საჩუქრებიც, როგორებიცაა განსხვავებული დიზაინის პრელოგინის ვიზუალი, აპლიკაციის ხატულას შეცვლა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ერთჯერადი საჩუქრების მედლების გარდა, მობილბანკში სტატუსის მედლების მოპოვებასაც შეძლებ. ეს მედლები მხოლოდ საცალო მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი და მათ კიდევ სხვა უპირატესობები მოჰყვება, მაგალითად, მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობა ან ფასდაკლება.
როგორც კი საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხდები, ავტომატურად გენიჭება სასტარტო სტატუსი. მერე კი, სხვადასხვა ოპერაციის შესრულების თუ საბანკო პროდუქტის გამოყენების შემდეგ, სტატუსს იმაღლებ: Bronze, Silver და Gold. თითოეული ამ სტატუსის შესაბამისი მედლის მოპოვებას ასევე შეძლებ ახალი ფუნქციონალით და წინასწარ გაწერილი მისიებით. გაითვალისწინე, რომ სტატუსები აქტიურ პროდუქტებსა და ტრანზაქციების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამიტომ, ყოველთვიურად ახლდება — გინარჩუნდება ან გეცვლება.
ყოველდღიურობის დაჯილდოება მობილბანკში უკვე დაიწყო, ასე რომ, გადადი მედლების სივრცეში და შეასრულე ის აქტივობები, რომლებსაც ისედაც ასრულებ ყოველდღიურად და დაჯილდოვდი. მანამდე კი დარწმუნდი, რომ აპლიკაცია შენს სმარტფონში გეგულება — გადმოწერე მობილბანკი Android ან iOS მოწყობილობისთვის.

სრულად წაიკითხეთ სტატია