5 ივლისი ახლოვდება, წლის
საუკეთესო დრო
შოპინგისთვის. ამ დღეს
ნებისმიერ სასურველ ნივთს
PLUS ქულებით გადახდისას
50%-იანი ფასდაკლებით
შეიძენთ. თუ PLUS ქულებს
აგროვებდით და 5
ივლისისთვის მზად ხართ,
საკუთარი თავის ან
საყვარელი ადამიანის
გახარებას მარტივად
შეძლებთ. იმისთვის, რომ ამ
დღეს მომზადებული შეხვდეთ,
გიზიარებთ რჩევებს, თუ რა
უნდა იცოდეთPLUS დაბადების
დღეზე:როგორ ვიხდი PLUS
ქულებით?ფიზიკურ
მაღაზიაში გააფრთხილეთ
მოლარე, რომ PLUS ქულებით
აპირებთ გადახდას, ონლაინ
გადახდისას კი მიუთითეთ
საქართველოს ბანკის
გადახდის მეთოდი და
დაინახავთ ქულებით
გადახდის ფუნქციას. თუ
ჩვეულებრივ 400 PLUS ქულა1 ლარის
ეკვივალენტი იყო, PLUS-ის
დაბადების დღეზე, 1 ლარი 200 PLUS
ქულა
გახდება.*გაითვალისწინეთ,
რომ შეთავაზებით
სარგებლობისთვის ბარათი,
რომელსაც იყენებთ, არ უნდა
იყოს დაბლოკილი,
ვადაგასული და არ უნდა
გიფიქსირდებოდეს
დავალიანება.შემიძლია
საფასურის ნაწილი PLUS
ქულებით, ნაწილი კი თანხით
გადავიხადო?თუ სასურველი
ნივთისთვის საკმარისი
ქულა ვერ შეაგროვეთ, მხოლოდ
ფიზიკურ მაღაზიებში
შეგიძლიათ ნაწილი ქულებით,
ნაწილი კი ბარათით, ნაღდი
ფულით ან ნაწილ-ნაწილ
გადახდის მეთოდით
გადაიხადოთ.*გაითვალისწინეთ,
რომ -50%-იანი ფასდაკლების
შეთავაზება მხოლოდ
ქულებით გადახდილ ნაწილზე
მოქმედებს. თუ ნივთის
ღირებულება 200 ლარია და
თქვენ 50 ლარის პლუს ქულები
გაქვთ, ქულების ღირებულება
გაორმაგდება, 100 ლარს PLUS
ქულებით დაფარავთ, ხოლო
დარჩენილ 100 ლარს - თანხით.
ონლაინ გადახდისას კი
ნივთის საფასური მთლიანად
პლუს ქულებით უნდა
დაფაროთ.სად შემიძლია
ვისარგებლო
შეთავაზებით?შეთავაზებით
პარტნიორ მაღაზიებში
ისარგებლებთ, რომელთა სია
ძალიან გრძელია, ანუ
თითქმის ყველგან. მაშინაც
თუ მაღაზიას კონკრეტულ
ნივთზე უკვე ფასდაკლება
აქვს, ფაქტობრივად, PLUS
ქულებით ორმაგი
ფასდაკლება გექნებათ.
შეგიძლიათ იმდენჯერ
გადაიხადოთ, რამდენჯერაც
გსურთ, სანამ ქულები არ
ამოგეწურება, შეზღუდვა არ
გაქვთ.დაბადების დღის
შეთავაზება მხოლოდ
მაღაზიებში
შოპინგისთვისაა. თუკი
ნაყიდი ნივთის დაბრუნება
მოგინდათ, უპრობლემოდ
შეძლებთ. ფიზიკურ
მაღაზიაში შესრულებული
გადახდის გაუქმებისას
ქულები მომენტალურად
დაგიბრუნდებათ, ონლაინ
გადახდის შემთხვევაში კი
ცოტა მეტი დრო იქნება
საჭირო.*გაითვალისწინეთ,
რომ კომუნალურების
გადახდისას, ბალანსის
შევსებისას ან სამგზავრო
ბარათის ყიდვისას PLUS
ქულების ღირებულება არ
გაგიორმაგდება.MR ქულებს PLUS
ქულებში გადავცვლი?თუ AmEx
საკრედიტო ბარათს
იყენებდით და MR ქულები
დაგიგროვდათ, PLUS-ის
დაბადების დღეზე თქვენც
შეძლებთ შეთავაზებით
ისარგებლოთ. MR ქულებს PLUS
ქულებში მობილბანკში სულ
რამდენიმე წამში
გადაცვლით, თანაც ძალიან
კარგი კურსით, დაგროვილი MR
ქულებით სამჯერ მეტ PLUS
ქულას შეიძენ, (1MR = 3 PLUS).ასევე,
შეგიძლიათ PLUS ქულები სხვას
გადაურიცხოთ. თუ
სურვილამდე სულ ცოტა
გაკლიათ, შეგიძლიათ
ახლობლების დახმარება
გამოიყენოთ, ან თუ
მეგობრებს საერთო ნივთის
ყიდვა გსურთ, ქულების
გაერთიანებით საქმე
გაგიმარტივდებათ.ასე რომ,
იმედია, უკვე მზად ხართ
შოპინგის
დღესასწაულისთვის და იცით,
რისი ყიდვა გსურთ.ხოლო, თუ
ჯერ ისევ ვერ
გადაგიწყვეტიათ, ამ ბმულზე
პარტნიორი მაღაზიების
გრძელ სიას და ყველა
შესაძლო კითხვაზე დეტალურ
პასუხს იპოვით.