ყველასთვის ცნობილია მაკრონისა და ივანიშვილის საუბარი, ეს მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო, რადგან აქ ვიყავი, ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა კომუნიკაცია მათ შორის ივანიშვილთანაც - ალენ ბერსე

Primetime.ge 2 დღის წინ 5
ყველასთვის ცნობილია მაკრონისა და ივანიშვილის საუბარი, ეს მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო, რადგან აქ ვიყავი, ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა კომუნიკაცია მათ შორის ივანიშვილთანაც - ალენ ბერსე
ყველასთვის ცნობილია მაკრონისა და ივანიშვილის საუბარი, ეს მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო, რადგან აქ ვიყავი, ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა კომუნიკაცია ყველა მხარესთან, მათ შორის ივანიშვილთანაც, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.ალენ ბერსეს თქმით, „შენ თუ გინდა, წინ გადადგა ნაბიჯები, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, დაელაპარაკო ყველას და არ იყო ჩაციკლული წოდებებზე და იმაზე, ვინ რა პოზიციაზეა“.„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოწყობები, ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიას შიდა სტრუქტურა აქვს, თავმჯდომარე ჰყავს. თუმცა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა შევხვდე ყველას, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს, უნდა შევხვდე ყველას, ვისაც გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში, ხომ? და ამიტომაც, მნიშვნელოვანი იყო, იმის მიუხედავად, შეფასდება თუ არა მისი როლი, ტიტული და ა.შ. მე არ ვუსვამდი ამ შეკითხვებს ჩემს თავს. ასევე შედგა ბატონ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კომუნიკაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო. ამიტომ, რადგანაც მე აქ ვიყავი, ჩავთვალე, მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველა მხარესთან კომუნიკაცია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც. ეს ყველაფერი ძალიან პრაგმატულია. თუ შენ გინდა, რომ წინ გადადგა ნაბიჯები, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ვითარებაში, ასეთი კლიმატის პირობებში, როცა ეს ყველაფერი სავსეა ძალადობით, დემონსტრაციებით, ძალიან მნიშვნელოვანია, დაელაპარაკო ყველას და არ იყო ჩაციკლული ტიტულებზე, წოდებებზე და იმაზე, ვინ რა პოზიციაზეა. ის სატელეფონო ზარი ყველასთვის ცნობილია, მაკრონსა და ივანიშვილს შორის. ახლა ჩემი ვიზიტიც ძალიან მნიშვნელოვან დროს მოხდა და შევხვდი ყველა აქტორს, ვისაც შეიძლებოდა, რომ შევხვედროდი ამ სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია