ყველას შეუძლია, 26 მაისთან დაკავშირებით, ჰქონდეს კერძო ინიციატივა, მაგრამ ეს არის ყველას ზეიმი და მას რომელიმე პარტია ვერ მიისაკუთრებს, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - გიორგი ბარამიძე

Primetime.ge 3 საათი წინ 4
ყველას შეუძლია, 26 მაისთან დაკავშირებით, ჰქონდეს კერძო ინიციატივა, მაგრამ ეს არის ყველას ზეიმი და მას რომელიმე პარტია ვერ მიისაკუთრებს, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - გიორგი ბარამიძე
26 მაისი დიდი გამარჯვების სიმბოლოა, რასაც საქართველოს თავისუფლება, თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ჰქვია, ყველას შეუძლია, ჰქონდეს თავისი მოსაზრება, რაღაც კერძო ინიციატივა, მაგრამ ეს არის ყველასი ზეიმი და ბუნებრივია, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ და ასეც მოხდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.მისი თქმით, ამ ზეიმს ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც, რომელიმე პარტია ვერ და არ მიისაკუთრებს, ამას ვერავინ მოახერხებს, რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს.„ქართველი ხალხისთვის 26 მაისი უდიდესი დღეა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველა ნორმალური ქართველის, ყველა პატრიოტის დღეს, ამიტომ, ამ დღეს ყველა ერთად ვიზეიმებთ. ყველას აქვს უფლება, თავისი ინიციატივა და აზრი ჰქონდეს. ამ ზეიმს ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც, რომელიმე პარტია ვერ და არ მიისაკუთრებს, ამას ვერავინ მოახერხებს, რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს. ყველა ნორმალურმა, პატრიოტმა ქართველმა ეს დღე ერთად უნდა აღვნიშნოთ, დღე, რომელიც არის ნაყოფი ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის ბრძოლისა, ოფლისა და სისხლისღვრისა. 26 მაისი არის სიმბოლო იმ დიდი გამარჯვებისა, რასაც საქართველოს თავისუფლება და თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ჰქვია. ყველას შეუძლია, ჰქონდეს თავისი მოსაზრება, რაღაც კერძო ინიციატივა, მაგრამ ეს ზეიმი არის ყველასი და ბუნებრივია, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ და ასეც მოხდება“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.მისი თქმით, როდესაც საუბარია საქართველოს თავისუფლებაზე, საუბარია, ყველა იმ ადამიანზე, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეა.„საქართველოს თავისუფლებაზე როდესაც ვსაუბრობ, ვსაუბრობ ყველა იმ ადამიანზე, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეა და არა ოკუპანტი რუსეთის მეხუთე კოლონის მიერ დაგეგმილი რაღაც ღონისძიება, ადამიანები, რომლებიც საქართველოს თავისუფლების იდეასაც ღალატობენ, ეროვნულ ინტერესებსაც, კონსტიტუციასაც, იმას, რაც კერძოდ და ძალიან მკაფიოდ წერია კონსტიტუციის სხვადასხვა, მათ შორის 78-ე მუხლში. ბუნებრივია, ერთ მხარეს არის მოღალატე კრიმინალთა მაფიოზური ბანდა და მეორე მხარეს, არის მთელი ქართველი ერი, აბსოლუტური უმრავლესობა ქართული საზოგადოებისა, რომელიც აღნიშნავს რუსთაველის გამზირზეც, აღნიშნავს თბილისშიც, ბათუმშიც, რუსთავშიც, ზუგდიდშიც, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში, განურჩევლად იმის, ვინ სად იმყოფება, შევძლებთ თუ ვერა ქუჩაში გამოსვლას, ყველანი ერთად, ვინც პატრიოტია, ერთად აღვნიშნავთ საქართველოს თავისუფლების დღეს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია