ამერიკული გამოცემა The Hill-ის
სტატიაზე, სადაც საუბარია,
რომ "ზურაბიშვილმა ტრამპს
შესთავაზა რუსეთზე
ზეწოლისთვის "სათამაშო
მოედნად" საქართველო
გამოიყენოს," შეფასებები
კეთდება
ოპოზიციაში."გახარია
საქართველოსთვის" წევრის,
გიორგი შარაშიძის
შეფასებით, კონკრეტული
ტერმინი მისთვის
გაუგებარია, თუმცა, მისივე
თქმით, მისასალმებელია, რომ
სალომე ზურაბიშვილი
საკუთარ კონტაქტებს
იყენებს იმისთვის, რომ
საქართველო აქტუალური
იყოს, მათ შორის, ტრამპის
ადმინისტრაციისთვის."ყველას
გვინდა მოვუწოდოთ, რომ
საქართველოზე
ექსპერიმენტების დრო
დამთავრდა და ეს ჩვენს
ქვეყანას კარგს არაფერს
მოუტანს. თუ ვინმემ იცის,
სად უნდა იყოს საქართველოს
როლი, ეს, პირველ რიგში, იცის
ქართველმა ხალხმა და
ქართველი ხალხის
გადაწყვეტილებით აშენდება
საქართველოს მომავალი.რაც
შეეხება თავად ამ სტატიას,
თავად ეს ტერმინი ჩემთვის
გაუგებარია, მაგრამ ფაქტი,
რომ ის ცდილობს და ყველა
მის კონტაქტს, გავლენას და
ავტორიტეტს იყენებს
იმისთვის, რომ საქართველოს
ჰქონდეს აქტუალური როლი,
როგორც ტრამპის ახალი
ადმინისტრაციისთვის, ისე
ნებისმიერი ევროპული
ქვეყნისთვის, ბუნებრივია,
ეს მისასალმებელია," -
აღნიშნა პარტიის "გახარია
საქართველოსთვის"
პოლიტიკური საბჭოს წევრმა,
გიორგი
შარაშიძემ.ცნობისთვის,
ამერიკული გამოცემა
სტატიაში საუბრობს, რომ
ყოფილი პრეზიდენტის
მიზანია, ტრამპის საგარეო
პოლიტიკაში საქართველოს
მნიშვნელობა ჰქონდეს.
"სალომე ზურაბიშვილი
კონტაქტის დასამყარებლად
ცდილობს პირადი კავშირები
გამოიყენოს, რაც ბაიდენის
ადმინისტრაციის დროს
დიდწილად დაბლოკილი იყო და
ადმინისტრაცია პროტოკოლის
შესაბამისად მოქმედებდა."
სტატიის ავტორი, ასევე
წერს, რომ დეკემბერში
პარიზის ღვთისმშობლის
ტაძრის გახსნის
ცერემონიაზე, პრეზიდენტ
მაკრონის შუამავლობით,
ზურაბიშვილი ტრამპს
რამდენიმე წუთის
განმავლობაში ესაუბრა და
უთხრა, რომ შტატებმა
რუსეთზე ზეწოლა უნდა
მოახდინოს, "სათამაშო
მოედნად" კი საქართველო
გამოიყენოს.