"ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა სალომე ზურაბიშვილმა, ფსკერი ჩაანგრია" - გიორგი ვოლსკი

Primetime.ge 1 კვირა წინ 5
"ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა სალომე ზურაბიშვილმა, ფსკერი ჩაანგრია" - გიორგი ვოლსკი
"ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა სალომე ზურაბიშვილმა, ფსკერი ჩაანგრია და ამის იქით თუ რამე კიდევ არსებობს, არ ვიცი", - ასე შეაფასა მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ მიუხედავად ახალი პრეზიდენტის არჩევისა, ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს.გიორგი ვოლსკის შეფასებით, ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და არც ევროპული კურსის ცვლილება მომხდარა."იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას თანხმობისკენ მოუწოდებს, თან ზუსტად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ზუსტად იცის ისიც, რომ ევროპული კურსის ცვლილება არც ადრე და არც ახლა საქართველოს არ ემჩნევა, პირიქით, ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს ამ სტანდარტების მიხედვით, თანაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული და, ვფიქრობ, აქედან უნდა გამოდიოდეს წესით კეთილსინდისიერი ადამიანი, პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი მოქალაქე", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილე 225 წევრიდან, 224-მა ხმა მიხეილ ყაველაშვილს მისცა.პრეზიდენტის არჩევნების პროცესში, ბარიერ-გადალახულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და მათმა ნაწილმა, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი პარლამენტთან გააპროტესტა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიცს 29 დეკემბერს დადებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია