„ყველაზე დიდი გამარჯვება ნებისმიერი ქართველი სპორტსმენისთვის დღევანდელი დღეა“ - ირმა ხეცურიანი

Primetime.ge 1 კვირა წინ 3
„ყველაზე დიდი გამარჯვება ნებისმიერი ქართველი სპორტსმენისთვის დღევანდელი დღეა“ - ირმა ხეცურიანი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გასართობი ღონისძიებების მთავარ ადგილად რჩება. ადგილზე წარმოდგენილია სპორტული სივრცეები. ორბელიანის მოედანზე იმყოფებიან ცნობილი სპორტსმენებიც."ეს არის დღე, როცა აღვნიშნავთ ერთობის, სიმტკიცისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სპორტსმენისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პიედესტალზე ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ გვისახელებია, მაინც ყველაზე დიდი გამარჯვება ნებისმიერი ქართველი სპორტსმენისთვის არის დღევანდელი დღე", - აღნიშნა პარა-მოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა.ამასთან, ადგილზე იმყოფებოდა სპორტის მინისტრი, რომელმაც მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა."ვულოცავ სრულიად საქართველოს 26 მაისს, რომელიც ასახავს ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს გამარჯვებას. სპორტი წარმოდგენილია ორბელიანის ქუჩაზე და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესებულია. სრულიად სავსეა ორბელიანი, თითოეული სპორტული სივრცე," - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია