“ექსპერტთა”, პოლიტიკოსთა
და ზოგიერთი ევროპელი
ელჩის პროგნოზითაც კი 2024
წლის ბოლოს საქართველოს
ეკონომიკა უნდა
ჩამოშლილიყო, ლარი
გაუფასურებულიყო და
სერიოზულ კრიზისი
დამდგარიყო, მათივე
მოწოდებით, ბიზნესს
პოლიტიკური მოთხოვნები
უნდა დაეყენებინა
(ზოგიერთი აიყოლიეს
მოტყუებით,
ზეწოლით/დაშინებით,
ბულინგით), - წერს “ბიზნეს
ინსაიდერ საქართველოს”
დამფუძნებელი, გიორგი
აბაშიშვილი, სოციალურ
ქსელში.მისი განცხადებით,
სინამდვილეში, ამ პერიოდში,
EBRD-მა 2024 წლის სექტემბერთან
შედარებით საქართველოს
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 2024 წლის ბოლოს
გაზარდა 6 პროცენტამდე, Heritage
Foundation-მა კი ეკონომიკური
თავისუფლების 2025 წლის
ინდექსში საქართველო
დააწინაურა.როგორც
აბაშიშვილი აღნიშნავს,
ყველა საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტი თუ
სარეიტინგო სააგენტო
მთავრობის სწორ
ეკონომიკურ პოლიტიკას
უსვამს ხაზს და
საქართველოს ეკონომიკის
მთავარ რისკად შიდა და გარე
პოტენციურ პოლიტიკურ
დესტაბილიზაციას
ასახელებს, რაც
საზოგადოებამ არ უნდა
დაუშვას.“მხოლოდ
ფაქტები:“ექსპერტთა”,
პოლიტიკოსთა და ზოგიერთი
ევროპელი ელჩის
პროგნოზითაც კი 2024 წლის
ბოლოს საქართველოს
ეკონომიკა უნდა
ჩამოშლილიყო, ლარი
გაუფასურებულიყო და
სერიოზულ კრიზისი
დამდგარიყო, მათივე
მოწოდებით, ბიზნესს
პოლიტიკური მოთხოვნები
უნდა დაეყენებინა
(ზოგიერთი აიყოლიეს
მოტყუებით,
ზეწოლით/დაშინებით,
ბულინგით), ბიზნესები უნდა
გაჩერებულიყო, ბიზნეს
კომპანიების
თანამშრომლები
გაფიცულიყვნენ.სინამდვილეში
კი ამავე პერიოდში მოხდა
შემდეგი:- ევროპის
რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკმა (EBRD) 2024
წლის სექტემბერთან
შედარებით საქართველოს
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 2024 წლის ბოლოს
გაზარდა 6 პროცენტამდე
(საპირისპიროდ,
მნიშვნელოვნად შეამცირა
მოლდოვისა და უკრაინის
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი)- ამერიკულმა
ორგანიზაციამ Heritage Foundation-მა
ეკონომიკური თავისუფლების
2025 წლის ინდექსში
საქართველოს დააწინაურა
მათ შორის
განსაკუთრებულად,
ბიზნესის თავისუფლების,
მთავრობის ხარჯების
ეფექტიანობისა და
ფისკალური პოლიტიკის
მდგრადობის მიმართულებით-
London Stock Exchange-ის მონაცემებით
ლონდონის საფონდო ბირჟაზე
წარმოდგენილი სამივე
ქართული კომპანიის (მათ
შორის ორი კომერციული
ბანკის აქციების ფასი
საშუალოდ 27-46 პროცენტის
ფარგლებში გაიზარდა-
თითქმის 170 მილიონი დოლარით
მეტი პირდაპირი უცხოური
ინვესტიცია მივიღეთ
ქვეყანაში 2024 წლის ბოლო
კვარტალში, გასული წლის
მესამე კვარტალთან
შედარებით, რაც ასევე 2023
წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებითაც კი 24.4
პროცენტით მეტია- 2024 წლის
მეოთხე კვარტალში მესამე
კვარტალთან შედარებით
უმუშევრობა კვლავ
შემცირდა და უმუშევრობის
დონემ ისტორიულ მინიმუმს
მიაღწია- თითქმის მილიარდ
დოლარს გაუტოლდა 2024 წლის
მეოთხე კვარტალში
ტურიზმიდან მიღებული
შემოსავლები რაც კვარტლის
ჭრილში 10.3 პროცენტიანი
ზრდაა (წლიური შემოსავალი
კი სარეკორდო იყო)- 62
მილიარდ ლარს გაუტოლდა 2024
წლის მეოთხე კვარტალში,
ბიზნესის ბრუნვა (10
პროცენტიანი ზრდა), ხოლო
პროდუქციის გამოშვება
თითქმის 11 პროცენტით
გაიზარდა გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით- 2024 წლის მეოთხე
კვარტალში მესამე
კვარტალთან შედარებით
სოლიდურადაა გაზრდილი
ადგილობრივი ექსპორტი-
ლარი მყარდება და ინფლაცია
კვლავ მიზნობრივ
მაჩვენებელზე
ქვემოთაარეალურად სია
კიდევ გრძელია…. თუმცა აი
ამ მცირე
ჩამონათვალიდანაც ნათლად
ჩანს თუ ვის უჯერებს და რა
სურს ბიზნესს:ბიზნესს სურს
არა მოწოდებები დახურვის,
გაფიცვის, მუქარის,
შანტაჟის,
დესტაბილიზაციის შესახებ,
არამედ ბიზნესს სურს
მშვიდობა, თავისუფალი,
ბიზნესისადმი მეგობრული
გარემო, სწორი, ბიზნესზე
ორიენტირებული
ეკონომიკური რეფორმები და
ეკონომიკის
პროგნოზირებადობა,
მუდმივი ღია დიალოგი
მთავრობასთან და
განვითარებაზე
ორიენტირება.ყველა
საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტი თუ სარეიტინგო
სააგენტო მთავრობის სწორ
ეკონომიკურ პოლიტიკას
უსვამს ხაზს და
საქართველოს ეკონომიკის
მთავარ რისკად შიდა და გარე
პოტენციურ პოლიტიკურ
დესტაბილიზაციას/არასტაბილურობას
ასახელებს. აი ეს არის ის
რაც არ უნდა დავუშვათ." -
წერს გიორგი აბაშიშვილი.