რეგიონის მასშტაბით, ყველა
პროცესი მიმდინარეობს
აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ
განვაგრძობთ ინტენსიურ
საგანგებო რეჟიმში
მუშაობას, - განაცხადა
გურიის მხარეში
სახელმწიფო რწმუნებულმა
გიორგი ურუშაძემ.მისი
თქმით, სპეციალური კომისია,
დიდთოვლობით
მოსახლეობისთვის
მიყენებული ზარალის
ოდენობას
დაითვლის.„პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებით, ყველა ის
ოჯახი, რომელიც დააზიანა
სტიქიამ მათთვის,
აღმოჩენილი იქნება
შესაბამისი დახმარება,
იქნება მყისიერი
რეაგირება. უკვე შექმნილია
სპეციალური კომისია,
რომელიც დაითვლის ზარალის
ოდენობას“, - განაცხადა
ურუშაძემ.გურიაში,
დიდთოვლობით გამოწვეული
პრობლემების აღმოფხვრის
მიზნით, საკოორდინაციო
შტაბის მორიგი სხდომა
გაიმართა.