„ყველა ვხედავდით და ზედაც არ ვუყურებდით... ახლა დავღვრით ნიანგის ცრემლებს“ - რას წერენ ქუთაისში გარდაცვლილ ქალზე

Primetime.ge 12 საათი წინ 2
„ყველა ვხედავდით და ზედაც არ ვუყურებდით... ახლა დავღვრით ნიანგის ცრემლებს“ - რას წერენ ქუთაისში გარდაცვლილ ქალზე
ქუთაისში, ქეთი ქევლაძის დედის გარდაცვალების ფაქტს სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილია, რომ ქალი ქუჩაში ცხოვრობდა და თავშესაფარში ყოფნაზე უარს აცხადებდა, იმიზეზებდა, რომ ძაღლებს უვლიდა და ვერ მიატოვებდა.„ახლა დავღვრით ნიანგის ცრემლებს, მადლიანი ქართული ენის წყალობით რას აღარ ვუწოდებთ, რით აღარ შევამკობთ, რომელ წმინდანს აღარ შევადარებთ... არადა, ჩვენს გვერდით იყო, ყველა ვხედავდით, ზედაც არ ვუყურებდით და ცხვირზე ხელმოჭერილები სწრაფად ჩავივლიდით მის ახლოს, ასეა ასე... ეს ცხოვრებაა, ახლა რომ ცოცხალი იყოს, ისევ ისე გააგრძელებდა ქუჩის მკაცრი კანონებით ცხოვრებას... ასე რომ, ნუ დავიღლით თავს მასზე ლამაზი სიტყვების წერით...“ - წერს მოქალაქე.
სრულად წაიკითხეთ სტატია