ყაზახეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის
თანამდებობაზე ლევან
დიასამიძე დაინიშნა.
ინფორმაციას საგარეო
საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.ლევან
დიასამიძეს საგარეო
საქმეთა სამინისტროსა და
საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ და საკონსულო
წარმომადგენლობებში
მუშაობის ხანგრძლივი
გამოცდილება აქვს. იგი 2022
წლიდან დღემდე იკავებდა
მოლდოვას რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის
პოზიციას.2019-2022 წლებში იყო ქ.
მაინის ფრანკფურტში
საქართველოს გენერალური
კონსული; სხვადასხვა დროს,
ლევან დიასამიძე გახლდათ
გერმანიის ფედერაციულ
რესპუბლიკაში და ავსტრიის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი
დესპანი.სხვადასხვა დროს
ლევან დიასამიძე იკავებდა
მეზობელ ქვეყნებთან და
რეგიონებთან ურთიერთობის
დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილის პოზიციას
საგარეო უწყებაში, ასევე,
იყო სამხედრო–პოლიტიკური
დეპარტამენტის
სამმართველოს უფროსის
მოადგილე. ლევან
დიასამიძეს მინიჭებული
აქვს საგანგებო და
სრულუფლებიანი დესპანის
დიპლომატიური რანგი.