ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაზე საქართველოს
საკითხზე მომხსენებელი,
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის წევრი, ედიტ
ესტრელა მწუხარებას
გამოთქვამს, რომ
რეკომენდაციებთან
დაკავშირებით
საქართველოში პროგრესი არ
მიღწეულა და, საპირისპიროდ,
დემოკრატიული უკუსვლა
გაგრძელდა.მისი
განმარტებით, ნაბიჯები არ
გადადგმულა, რათა
შესრულებულიყო ასამბლეის
მოწოდებები."ჩვენ ღრმად
ვწუხვართ, რომ ჩვენს
რეკომენდაციებთან
დაკავშირებით პროგრესი არ
მიღწეულა და, საპირისპიროდ,
დემოკრატიული უკუსვლა
გაგრძელდა. ნაბიჯები არ
გადადგმულა რათა
შესრულებულიყო ასამბლეის
მოწოდებები, დაუყოვნებლივ
დაწყებულიყო ინკლუზიური
პროცესი, დიალოგი ყველა
დაინტერესებული მხარისა
და სოციალური აქტორების
ჩართულობით, რათა
შექმნილიყო საარჩევნო
გარემო, რომელიც ხელს
შეუწყობს ახალ ჭეშმარიტად
დემოკრატიულ არჩევნებს.
ჩვენ რეზოლუციაში
აღვნიშნეთ საარჩევნო
კანონმდებლობაში
რამდენიმე შესწორება,
რომლებიც ამ გარემოს კიდევ
უფრო ნაკლებად ხელსაყრელს
ხდის დემოკრატიული
არჩევნებისთვის და
ინტერაქციისთვის", -
განაცხადა ედიტ ესტრელამ.