2024 წელს საქართველოდან
ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ
დოლარის ღირებულების
ღვინო და სპირტიანი
სასმელები, რაც 24%-ით
აღემატება 2023 წლის
ანალოგიურ
მონაცემს.ღვინის ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით,
გასულ წელს საქართველოდან
მსოფლიოს 72 ქვეყანაში 95
მლნ-მდე ლიტრი, 276,1 მლნ აშშ
დოლარის ღირებულების
ღვინოა ექსპორტირებული. 2023
წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, რაოდენობრივმა
6%, ხოლო შემოსავლების ზრდამ
7% შეადგინა.ექსპორტის
გაიზარდა შემდეგ
ქვეყნებში: პოლონეთი – 12% (6,7
მლნ ლიტრი), გერმანია – 30% (1,28
მლნ ლიტრი), აშშ – 32% (1,2 მლნ
ლიტრი), ლიეტუვა – 11% (707 ათასი
ლიტრი), დიდი ბრიტანეთი – 42%
(425,6 ათასი ლიტრი), თურქეთი – 62%
(538 ათასი ლიტრი),
აზერბაიჯანი – 34% (237 ათასი
ლიტრი), კანადა – 16% (198 ათასი
ლიტრი), ისრაელი – 2% (314 ათასი
ლიტრი), არაბეთის
გაერთიანებულ ემირატებში
– 80% (70 ათასი ლიტრი), სამხრეთ
კორეა – 26% (72,5 ათასი ლიტრი) და
ა.შ.ამასთან, ღვინის
ეროვნული სააგენტოს
ცნობით, მსოფლიოს 56
ქვეყანაში
ექსპორტირებულია 48 მლნ
ლიტრი სპირტიანი
სასმელები, ზრდამ, 2023 წლის
ანალოგიურ პერიოდთან, 53%
შეადგინა. სპირტიანი
სასმელების ექსპორტიდან
შემოსავლების სახით
მიღებულია 289 მლნ-მდე აშშ
დოლარი (ზრდა 47%).