„ღვინის ექსპორტის მიმართულებით, ჯერ კიდევ მიბმული ვართ რუსულ ბაზარს“ – შალვა ხეცურიანი
„უნდა გვესმოდეს, რომ ღვინის ექსპორტის მიმართულებით, ჩვენ ჯერ კიდევ მიბმული ვართ რუსულ და რუსულენოვან ბაზრებს, – ამის შესახებ სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველო ნელ-ნელა უახლოვდება საოცნებო ბაზრებს, მათ შორის, აშშ-ის, დიდ ბრიტანეთს და იაპონიას.
„ჩვენთვის საოცნებო და თარგეთ ბაზრების რაოდენობა მათ შორის, სომელიების დამსახურებით ხდება, რომლებიც არამხოლოდ მასპინძლობის სფეროში არიან, არამედ წარმოადგენენ ჩვენს ღვინოებს უცხოეთში. ნელ-ნელა ვპოულობთ ჩვენს ადგილს, თუმცა დღეს ჩვენ ღვინის ისტორიით უფრო ცნობილი ვართ, ვიდრე ღვინოებით. ეს პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ აშშ-ში, ბრიტანეთში, იაპონიაში და სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე ჩვენი კონტენტის გატანის მიმართულება უფრო გასაძლიერებელია”, – აცხადებს შალვა ხეცურიანი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – შალვა ხეცურიანის შეფასებით, წელს საქართველოს ყველა რაიონში საშუალოზე მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალი იყო. მისივე ინფორმაციით, რაოდენობრივადაც, ყურძნის წლევანდელი მოსავალი წინა წელთან შედარებით, გაცილებით გაზრდილია.
bp.ge