ღვინის ეროვნული
სააგენტოს მხარდაჭერით, 2025
წელს, ქართული ღვინის
პირველი წარდგენა
იაპონიის დედაქალაქ
ტოკიოში, ქართული ღვინის
სპეციალურ პრეზენტაციაზე
გაიმართება.იაპონიაში
გამართული ღონისძიების
შემდეგ, ქართული ღვინო
ესპანეთში იქნება
წარმოდგენილი. ღვინის
ეროვნული სააგენტოს
მხარდაჭერით, ქართული
ღვინის კომპანიები
ესპანეთის დედაქალაქ
მადრიდში გასტრო
კონგრესში Madrid Fusión 2025
მიიღებენ მონაწილეობას,
სადაც ქართული ღვინის
დეგუსტაცია-სემინარიც
გაიმართება. Madrid Fusión 2025
ქართული სტენდი
საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
ორგანიზებით მოეწყობა,
სადაც ქართული ღვინო
ქართულ გასტრონომიასთან
ერთად იქნება
წარმოდგენილი.2025 წლის
თებერვლის დასაწყისში
ქართული ღვინის
კომპანიები მონაწილეობას
მიიღებენ საფრანგეთის
დედაქალაქ პარიზში
გამართულ ბუნებრივი
ღვინოების საერთაშორისო
გამოფენაში RAW Wine და ღვინისა
და ალკოჰოლიანი
სასმელების საერთაშორისო
გამოფენაში VineExpo Paris.ღვინის
ეროვნული სააგენტოს
ფინანსური და
ორგანიზაციული
მხარდაჭერით, 2025 წელს
ქართული ღვინო აქტიურად
იქნება წარმოდგენილი
შემდეგ სტრატეგიულ
ბაზრებზე: აშშ, დიდი
ბრიტანეთი, გერმანია,
პოლონეთი, ბალტიისპირეთის
ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ
კორეა და იაპონია; ქართველი
მწარმოებლები
მონაწილეობას მიიღებენ
ღვინისა და ალკოჰოლიანი
სასმელების ყველა
მნიშვნელოვან
საერთაშორისო
გამოფენაში.2025 წელს,
ქართული ღვინის
პოპულარიზაცია
საერთაშორისო სტრატეგიულ
ბაზრებზე გაზრდილი
ბიუჯეტით გაგრძელდება,
რომელიც 17,4 მილიონი ლარს
შეადგენს და 1,4 მლნ ლარით
აღემატება გასული წლის
ანალოგიურ
ბიუჯეტს.აღსანიშნავია, რომ
გასული წელს ღვინისა და
სპირტიანი სასმელების
ექსპორტიდან მიღებულია
რეკორდული 565 მლნ აშშ
დოლარის შემოსავლები, რაც
24%-ით აღემატება 2023 წლის
ანალოგიურ მონაცემს