ღვინის ეროვნული
სააგენტოს შესაბამისი
სამსახურები რეგულარულად
ახორციელებენ ალკოჰოლიანი
სასმელების ხარისხის
მონიტორინგს, რათა ათეულ
მილიონობით ლიტრი ქართული
ღვინო და სხვა ალკოჰოლიანი
სასმელი აკმაყოფილებდეს
საერთაშორისო
სტანდარტებს, იყოს
კონკურენტუნარიანი და სულ
უფრო მეტად
მოთხოვნადი.ღვინის
ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 2025 წლის
იანვარ-ივნისის
მონაცემებით, სახელმწიფო
კონტროლის ფარგლებში,
რომლითაც საწარმოებში
ღვინის ტექნოლოგიური
პროცესის საქართველოს
კანონმდებლობის
მოთხოვნებთან
შესაბამისობა მოწმდება, 135
კომპანიაში აღებული 561
ნიმუშიდან დარღვევა 8
კომპანიის 11 ნიმუშში
აღმოჩნდა.51 კომპანიაში
ჩატარდა საინსპექციო
კონტროლი, რაც
სერტიფიცირებისთვის
წარდგენილი ალკოჰოლიანი
სასმლის ნიმუშის ლოტთან
შესაბამისობას ადგენს.
აღებული 757 ნიმუშიდან
დარღვევა 3 კომპანიის 5
ნიმუშში
აღმოჩნდა.გაფორმების
ეკონომიკურ ზონაში, ღვინის
ეროვნული სააგენტოს
კონტრაქტორი საერთაშორისო
კომპანიების შპს „Bureau Veritas“და
შპს „SGS“ მიერ ინსპექტირება
52 კომპანიაში
განხორციელდა; აღებული 208
ნიმუშიდან დარღვევა 1
კომპანიის 1 ნიმუშში
აღმოჩნდა.საექსპორტო
ალკოჰოლური სასმელების
ორგანოლეპტიკური
ტესტირების მიზნით,
ჩატარდა 132 დეგუსტაცია.
სადეგუსტაციოდ შემოსული 6208
ნიმუშიდან უარყოფითად 202,
დანარჩენი 6006 ნიმუში
კი,დადებითად შეფასდა.
ნიმუშის ორგანოლეპტიკური
ტესტირება ხდება ფერსა და
გამჭვირვალობაზე,
ტიპურობაზე, დაავადებების
არსებობაზე, არომატზე,
გემოსა და
ჰარმონიულობაზე.მიმდინარე
წლის წელს, გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, დარღვევების
რაოდენობა შემცირებულია.