ქუთაისში, “მწვანე
ყვავილას“ პანთეონში, სამ
სხვადასხვა საფლავში
ფოტოებთან ერთად
ბოქლომებიც იპოვეს.ერთ-ერთ
სასაფლაოზე გარდაცვლილის
ოჯახმა შეამჩნია, რომ მიწა
უსწორმასწოროდ იყო, შემდეგ
კი საფლავში 20-მდე
ადამიანის სურათი და
ბოქლომები
ნახეს.გავრცელდა
ინფორმაციაც, რომ
ფოტოსურათებზე აღბეჭდილი
ადამიანები ქუთაისში
ცნობილი ადამიანები არიან.
ვინ ან რა მიზნით დამარხა
პანთეონში სურათები, ამ
დრომდე არავინ იცის.