ქუთაისში, 54 წლის ქალი
პირველი შვილის დედა გახდა.
პატარა მარიამი 1-ელ
ოქტომბერს, საკეისრო
კვეთის შედეგად
დაიბადა.ინფორმაციას
სოციალურ ქსელში კლინიკა
„ბომონდი“ ავრცელებს და
ვიდეოს
აქვეყნებს.„იშვიათი
შემთხვევის ბედნიერი
დასასრული – პრინცესა
მარიამ გრძელიძე, საკეისრო
კვეთის გზით კლინიკა
ბომონდში 1 ოქტომბერს
დაიბადა“, – აღნიშნულია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.