ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში,
მათემატიკის საერთაშორისო
დღისადმი მიძღვნილი, KIU-ს
მათემატიკის კონკურსის - KIU
π-DAY Math CONTEST 2025 ფინალი
გაიმართა.წლევანდელი
კონკურსი მოსწავლეთა
განსაკუთრებული
აქტიურობით გამოირჩეოდა.
პირველ ტურში 400-მდე,
მეორეში - 180, ხოლო მესამე,
ფინალურ ტურში 56 მოსწავლე
მონაწილეობდა, რაც
უპრეცედენტოდ მაღალი
რაოდენობაა ამ შეჯიბრების
ისტორიაში.KIU Pi-Day Math Contest 2025
პირველი და მეორე ტური „Learn
with AI” პლატფორმის
გამოყენებით ჩატარდა,
რომელიც შეიქმნა ქუთაისის
საერთაშორისო
უნივერსიტეტის ახალი
საბაკალავრო
პროგრამისთვის -
„მათემატიკა &
გამოყენებები: ხელოვნური
ინტელექტის, სამეცნიერო
გამოთვლების, ფინანსური
მათემატიკის
საფუძვლები“.ფინალური
ტურის მონაწილე
მოსწავლეებს და მათ
მშობლებს მისასალმებელი
სიტყვით მიმართა ქუთაისის
საერთაშორისო
უნივერსიტეტის
მათემატიკის სკოლის
ხელმძღვანელმა,
პროფესორმა რამაზ
ბოჭორიშვილმა. მან დამსწრე
საზოგადოებას KIU-ს
ინგლისურენოვანი
საბაკალავრო პროგრამა -
„მათემატიკა &
გამოყენებები: ხელოვნური
ინტელექტის, სამეცნიერო
გამოთვლების, ფინანსური
მათემატიკის საფუძვლები“
წარუდგინა და ასევე,
ფინალური ტურის წესები
გააცნო.რამაზ
ბოჭორიშვილის
ინფორმაციით, პირველი და
მეორე ტურის საკონკურსო
ამოცანების ნაწილი
შედგენილი იყო ქუთაისის
საერთაშორისო
უნივერსიტეტის l და ll კურსის
სტუდენტების, ხოლო ნაწილი -
ხელოვნური ინტელექტის
მიერ. ფინალური ტურის
ამოცანები კი, სრულად, KIU-ს
პროფესორებმა
შეიმუშავეს.ფინალში
მიღებული შედეგების
მიხედვით, რამდენიმე
კვირაში გამოვლინდებიან
კონკურსის გამარჯვებულები
და I, II, III ხარისხის
დიპლომების მფლობელები.
გამარჯვებულებს ქუთაისის
საერთაშორისო
უნივერსიტეტი, KIU-ში სწავლის
გაგრძელების შემთხვევაში,
მნიშვნელოვან პრიზებს
სთავაზობს. კერძოდ: სწავლის
დაფინანსება 100 %; საერთო
საცხოვრებლის დაფინანსება
50%; KIU-ს
სტიპენდია.შეჯიბრების
დასრულების შემდეგ
ფინალისტებსა და მათ
მშობლებს, KIU-ს სტუდენტებმა
საუნივერსიტეტო
კომპლექსი, აკადემიური,
საცხოვრებელი და
სარეკრეაციო სივრცეები
დაათვალიერებინეს.აღსანიშნავია,
რომ KIU Pi-Day Math Contest ქუთაისის
საერთაშორისო
უნივერსიტეტის
მათემატიკის სკოლის
ინიციატივითა და
ორგანიზებით უკვე მე-5
წელია ტარდება და მასში
მონაწილეობენ IX-XII კლასების
წარმატებული და ნიჭიერი
მოსწავლეები. კონკურსი
განსაკუთრებით პრესტიჟული
და პოპულარულია ისეთი
სკოლების
მოსწავლეებისთვის,
რომლებიც STEM
მიმართულებების
გაძლიერებული სწავლებით
გამოირჩევიან.მათემატიკის
საერთაშორისო დღე ყოველი
წლის 14 მარტს UNESCO-ს 2019 წლის 26
ნოემბრის გადაწყვეტილებით
აღინიშნება. KIU Pi-day
მათემატიკის დღე
რეგისტრირებულია
მათემატიკოსთა
საერთაშორისო კავშირის
პროექტის ინტერაქტიურ
რუკაზე.ინფორმაციას
ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტი ავრცელებს.