საქართველოს აეროპორტების
გაერთიანება ქუთაისის
დავით აღმაშენებლის
სახელობის საერთაშორისო
აეროპორტის ახალი, 3,5
კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი
ზოლისა და სააეროდრომო
ინფრასტრუქტურის
მშენებლობას
იწყებს.მშენებლობის
დაწყებასთან დაკავშირებით
სიმბოლური კაფსულა,
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში, საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ, პირველმა
ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა
ლევან დავითაშვილმა,
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების გენერალურმა
დირექტორმა ირაკლი
ქარქაშაძემ და სამშენებლო
კომპანია ,,ანაგის"
დირექტორმა ირაკლი
გოგოლიშვილმა
ჩაუშვეს.ახალი
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის
მშენებლობა ხელს შეუწყობს
აეროპორტთან ლოგისტიკური
ცენტრისა და სატვირთო
ტერმინალის განვითარებას.
ასევე, სამომავლოდ, დიდი
ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო
ხომალდების მიღება
ქუთაისის აეროპორტს
შესაძლებლობას მისცემს
შორი მანძილებიდან ახალი
ავია-მიმართულებები
დაემატოს.პროექტის
საინვესტიციო ღირებულება
უპრეცედენტოდ დიდია - 240 მლნ
ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024
წლებში ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში
განხორციელებულ კაპიტალურ
დანახარჯებს 40 მლნ ლარით
აღემატება.ახალი, 3.5 კმ-იანი
ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა
და სააეროდრომო
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტის
გენერალური განვითარების
გეგმის პირველი ფაზის
ნაწილია, რომელზეც მუშაობა
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების ჩართულობით,
მსოფლიოს ერთ-ერთმა
ყველაზე გავლენიანმა
საავიაციო საკონსულტაციო
კომპანია IATA კონსალტინგმა
ცოტა ხნის წინ
დაასრულა.პროექტს
სამშენებლო კომპანია
,,ანაგი" განახორციელებს და
მისი დასრულება 2026 წლის
გაზაფხულზე იგეგმება.რის
შემდეგაც, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტი
იქნება ერთადერთი
აეროპორტი
საქართველოში,რომელიც
დიდი ზომის საჰაერო
ხომალდების მიღებას
შეზღუდვების გარეშე
შეძლებს.დღეისათვის,
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტი D კოდით
ოპერირებს, მისი
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის
(ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს
შეადგენს, რაც საშუალო
ზომის საჰაერო ხომალდების
ოპერირებას
უზრუნველყოფს.ინფორმაციას
აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.