დღეიდან, კვირაში ორი
სიხშირით ქუთაისის დავით
აღმაშენებლის სახელობის
საერთაშორისო
აეროპორტიდან
ავიაკომპანია Wizz Air-ი
ჰამბურგის მიმართულებით
პირდაპირ რეგულარულ
რეისებს აახლებს.
ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანება
ავრცელებს.უწყების ცნობით,
უნგრულ ავიაკომპანიასთან
მოლაპარაკებები
წარმატებით დასრულდა.
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან პირდაპირი
რეგულარული ფრენები
გერმანიის 5 ქალაქის
მიმართულებით
ხორციელდება. ჯამურად,
საქართველოდან გერმანიის
მიმართულებით 4
ავიაკომპანია პირდაპირ
რეგულარულ ფრენებს 8
მიმართულებით
ასრულებს.აეროპორტების
გაერთიანების ცნობით, 2024
წელს ჯამურად, საქართველოს
გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი
იყო ესტუმრა. 29 აპრილიდან Wizz
Air-ი დავით აღმაშენებლის
სახელობის აეროპორტიდან
კიდევ ერთი, მადრიდის
მიმართულებით განაახლებს
ფრენებს. ხოლო 3 ივნისიდან
სრულიად ახალი, ლიონის
მიმართულება დაემატება.ამ
ეტაპზე, დავით
აღმაშენებლის სახელობის
აეროპორტიდან 6
ავიაკომპანია პირდაპირ
რეგულარულ ფრენებს 18
ქვეყნის 32 მიმართულებით
ასრულებს. აქედან 24
პირდაპირი მიმართულება
ევროპულია.