ქუდზე კაცი უნდა
გამოვცხადდეთ საარჩევნო
ყუთებთან, რომ
მაქსიმალურად
დავაფიქსიროთ ჩვენი
პოზიცია, პოზიცია
მშვიდობის, პოზიცია
აღმშენებლობისა და
ღირსების მხარეს, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ,
ირაკლი
კირცხალიამ.„ერთხელ და
საბოლოოდ, იმ უსამშობლოებს,
რომლებიც ჯერ 2012 წლამდე
ხელისუფლებაში
დაკავებულები იყვნენ
ფაშისტური მმართველობით
და შემდეგ ოპოზიციიდან
თავიანთ პატრონებთან და
ლობისტებთან ერთად
აგრძელებენ ქვეყნის
გაყიდვას და მონურ
მსახურებას, მაქსიმალურად
გავცეთ ერთხელ და საბოლოოდ
ის ღირსეული პასუხი,
რომელიც თითოეულ ქართველ
დედას, მამასა და
ახალგაზრდას შეეფერება“, -
აღნიშნა ირაკლი
კირცხალიამ.„ქართული
ოცნების“ დასკვნითი
საარჩევნო ღონისძიება 23
ოქტომბერს, 19:00 საათზე
თავისუფლების მოედანზე
გაიმართება.