ქობულეთის მუნიციპალიტეტში „იბერია ორბსის“ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდა

Primetime.ge 2 თვის წინ 55
ქობულეთის მუნიციპალიტეტში „იბერია ორბსის“ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში „იბერია ორბსის“ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდა.საწარმო საექსპორტო მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და ხილის სარეალიზაციო პლასტმასის ყუთებს დაამზადებს.საწარმოში ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახი 3000 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს.„შპს იბერია ორბის“ ციტრუსის განახლებული საწარმოს გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია