ქვეყნის განვითარება არის პასუხი ყველაფერზე და არის საუკეთესო გზა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 66
ქვეყნის განვითარება არის პასუხი ყველაფერზე და არის საუკეთესო გზა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე და მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები გამთლიანების ამოცანის შესრულების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნის განვითარება არის საუკეთესო გზა ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით.„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ესეც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. რაც უფრო მეტად იქნება განვითარებული ჩვენი ქვეყნის ის ტერიტორია, რომელიც დღეს არ არის ოკუპაციის ქვეშ, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 80 %, მით უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომ განხორციელდეს ინტეგრაცია და ჩვენ ვიცხოვროთ საერთო, ერთიან, განუყოფელ სახელმწიფოში, მათ შორის, ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ქვეყნის განვითარება არის პასუხი ყველაფერზე და არის საუკეთესო გზა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე და მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები გამთლიანების ამოცანის შესრულების კუთხით,“- განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია