საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციით, ლაჯურღულას
გზაზე, ქვათაცვენის გამო,
დროებით შეზღუდულია ყველა
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა."შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე
(ლაჯურღულა) ჩამოვიდა დიდი
მოცულობის კლდოვანი მასა
და ჩაკეტა გზის სავალი
ნაწილი. ქვისცვენა კვლავ
გრძელდება. რის გამოც,
აღნიშნულ მონაკვეთზე
დროებით შეზღუდულია ყველა
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა," - წერია
განცხადებაში.