“ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ქოცებთან. ჩაატარეთ საშობაო კონცერტები, აიღეთ ამ უბადრუკობაში ჩვენი გადახდილი გადასახადები, ძარცვეთ ბიუჯეტი, ისხედით პროპაგანდისტებად რუსული რეჟიმის კუთვნილ ტელეეთერებში, მაგრამ შეეშვით ამ “ქრისტიანულ ნარატივებს”. არ იცით ეს თქვენ, არ წაგიკითხავთ ერთი სტრიქონიც კი და მეზობლის მონათხრობი ან სუფრაზე გაგონილი ბოდვებით ნუ აგვიკლებთ. აკეთეთ, რაც ხელგეწიფებად – ჩაიჯიბეთ ჩვენი ფულები, მიიტაცეთ ძალაუფლება, წაახალისეთ სისასტიკე. ეს არის თქვენი საქმე,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე.