ქეთი ქურდოვანიძე: იმის მაგივრად, რომ განგაში გვქონდეს ატეხილი ამ დრაკონული კანონების გამო, სხედან და მიშას ლანძღავენ, აკრძალეს მისი ხსენება

News.ge 1 თვე წინ 23
ქეთი ქურდოვანიძე: იმის მაგივრად, რომ განგაში გვქონდეს ატეხილი ამ დრაკონული კანონების გამო, სხედან და მიშას ლანძღავენ, აკრძალეს მისი ხსენება
“ამოვიდა ყელში, იმის მაგივრად, რომ განგაში გვქონდეს ატეხილი ამ დრაკონული კანონების გამო, სხედან და მიშას ლანძღავენ, აკრძალეს მისი ხსენება, პოლიტპატიმრად საერთოდაც არ მიაჩნიათ. ამას იმეორებენ ახალგაზრდებიც, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური გემოვნების ლიდერებმა ეს შთაუნერგეს. ასეთი სიძულვილის ერთადერთი მიზეზი არსებობს. ეს ადამიანები არიან ყოფილი ქოცები, რომლებსაც ძალიან უჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება. მესმის, არ არის მარტივი აღიარო, რომ რუსებს, შენი ქვეყნის მტრებს, მიეცი ხმა, მოიყვანე და ვეღარ აგდებ, მაგრამ ეს გაამართლო მიშას დამუნათებით, მისთვის ათასი უბედურების დაბრალებით, ამაზრზენია.
აქამდე ხმას არ ვიღებდი, პროცესი რომ არ დაზარალებულიყო, ახლა ამოვიღებ. ოპოზიციის ლიდერებს მოგიწოდებთ, ამოიღეთ ამ უმსგავსობაზე ხმა, იცოდეთ, ხვალ ეს განქოცებული ნაგავი თქვენც მტრებად გამოგაცხადებთ.
მიშა არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე და მისი გათავისუფლება უნდა მოვითხოვოთ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად -არა აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს ის თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში – ყველა მის გვერდით აღმოვჩნდებით,” – წერს სოციალურ ქელში ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე .
სრულად წაიკითხეთ სტატია