ქეთი ქურდოვანიძე: ეს მცირე ჩამონათვალი, რაც გველის

News.ge 2 დღის წინ 12
ქეთი ქურდოვანიძე: ეს მცირე ჩამონათვალი, რაც გველის
“რა მოუვა განათლების სისტემას:
1. გაუუქმდება ყველა ევროპულ და ამერიკულ სკოლას უცხოური აკრედიტაცია
2. ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტს გააუქმდება საერთაშორისო სტატუსი
3. დაირღვევა ჩვენი მონაწილეობა ბოლონიის პროცესში
4. შეჩერდება ყველა უცხოური საგანმანათლებლო პროგრამა
5. შეჩერდება ყველა საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამა.
7. შეჩერდება გაცვლითი პროგრამები
9. ფარატინა ქაღალდად იქცევა ქართული უნივერსიტეტების დიპლომი
9. შეწყდება კვლევებისა დაფინანსება
10. გაჩერდება ლუგარის ლაბორატორია.
11. დიდ დარტყმას მიიღებს საგამომცემლო სექტორი.
12. შეჩერდება უცხოური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა
13. ჩვენი მეცნიერები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში.
14. სამეცნიერო ჟურნალებს გაუუქმდება საერთაშორისო გრიფირება
15. შეჩერდება სასერტიფიკაციო გამოცდები უცხო ენაში
16. ხელმისაწვდომი აღარ იქნება SAT-ის ან GMAT-ის გამოცდები.
17. დაიწყება ტვინების გადინების ახალი ტალღა.
18. კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
19. გაღრმავდება ტექნოლოგიური ჩამორჩენა
20 ისედაც ცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემა სრულიად დაკარგავს დივერსიფიცირების ნიშნებსსაც კი.
21 ნელ-ნელა გაქრება ყველა კერძო უნივერსიტეტი
22. აღდგება კორუფცია და “ჩაწყობები”
ეს მცირე ჩამონათვალი, რაც გველის”…” –  წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე სოციალურ ქსელში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის [EQAR-ის] წევრობის შეჩერებას ეხმაურება
სრულად წაიკითხეთ სტატია