ქეთი მოლაშვილი: მინდა შალვა პაპუაშვილს ვუპასუხო… მძულს “გეორგევსკის ტრაქტატი”. თხემით ტერფამდე მძულს რუსეთის იმპერია, მძულს რუსეთის ერთმორწმუნეობაც!

News.ge 12 საათი წინ 2
ქეთი მოლაშვილი: მინდა შალვა პაპუაშვილს ვუპასუხო… მძულს “გეორგევსკის ტრაქტატი”. თხემით ტერფამდე მძულს რუსეთის იმპერია, მძულს რუსეთის ერთმორწმუნეობაც!
 სოციალური აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
მინდა შალვა პაპუაშვილს ვუპასუხო ამ წერილზე,
მაინც ჰო პოსტების გამო მიჩივიან სასამართლოში და გულზე ხვდებათ ჩემი სიმართლე, ჰოდა იყოს ესეც:
მე მძულს ს იმპერია,
მძულს ქვეყანა,
რომელმაც 300 წელი იბატონა საქართველოზე და შემდეგ 70 წელი გაგვაუბედურა!
370 წელი წაგვართვა და ახლა ცდილობს ისევ წაგვართვას ქვეყანა!
მძულს “გეორგევსკის ტრაქტატი”.
თხემით ტერფამდე მძულს
რუსეთის იმპერია,
რომელმაც მეფე ერეკლე აიძულა
გეორგევსკის ტრაქტატზე ხელი მოეწერა!
მძულს დამპალი რუსეთი,
მეფე ერეკლეს შვილთაშვილი,
ნიკოლოზ ბარათაშვილი რომ გარდაიცვალა და დედამ შავები ვერ ჩაიცვა, მეფე ერეკლეს შთამომავალმა, შავები სიღარიბის გამო რომ ვერ ჩაიცვა,
მათხოვრულად რომ აცხოვრა მეფის შთამომავლები,
ჰო, აი ეგ რუსეთი მძულს!
მძულს რუსეთის ბატონობის 300 წელი,
როცა ილია ჭავჭავაძე მოგვიკლა,
როცა ერის მამა მოგვიკლა
და მერე მისი ძეგლები,
მთელ საქართველოში მიმოაბნია.
ჯერ მოგვიკლა და მერე ძეგლები გვაჩუქა,
მძულს მისი ეს დაცინვა და მასხრად აგდება!
მე მძულს საბჭოთა რუსეთი,
ეს სიძულვილი,
სისხლში მაქვს გამჯდარი.
მძულს
სანდრო ახმეტელი რომ დაგვიხვრიტეს იმის გამო,
მეზიზღება რუსეთი იმის გამო,
რომ დგვიხვრიტეს!
მძულს კოტე აფხაზის გამო,
გენერალ მაზნიაშვილის გამო მძულს!
მძულს რუსები,
ეკლესიები კირით რომ გადაგვითეთრეს,
ხატები საოპარეციო მაგიდებად რომ გვიქციეს,
მთელი ეროვნული განძეული რომ მოგვპარეს და მოსკოვში ჩაიტანეს,
ექვთიმე თაყაიშვილმა ძლივს რომ გადაგვირჩინა ორიოდ საგანძური,
რაც რუსებისგან გადამალა,
ამიტომ მძულს რუსი!
მძულს!
მძულს ამბროსი ხელაიას გამო,
მძულს ეს დამპალი რუსული იმპერია!
მძულს იმის მიუხედავად,
რომ ამ სამყაროში ყველაზე დიდ მწერლად,
დოსტოევსკის ვაღიარებ,
მაგრამ დოსტოევსკის იმპერიალისტური სულიც მძულს!
მძულს თითოეული ის წამი,
რაც რუსმა ხალხმა დაგვიშავა.
ხალხი, ერი არის თავად იმპერიალისტული სულის და ქართველებს საკუთარ ბატონებად გვიყურებენ,
მე ეს იმპერიალისტური სულის ხალხი მძულს!
მერაბ მამარდაშვილს დავესესხები, რომელიც ამბობს, რომ არცერთმა ერმა არ გვავნო იმდენი,
რამდენიც რუსეთმა თავის მართლმადიდებლობითო
და მე მძულს რუსეთის ერთმორწმუნეობაც!
მძულს ფარისეველი რუსი მღვდლები და პატრიარქები,
ბომბებს რომ აკურთხებენ და ბავშვებს რომ კლავენ ამ ნაკურთხი ბომბებით!
ჰო, მე რუსი ხალხი მძულს,
ყველა რუსი მძულს,
მძულს საქართველოში გამოქცეული რუსი,
პუტინს გამოქცეული რუსები მძულს,
რადგან თავად ვერ მოერივნენ პუტინს
და ჩვენთან ხარობენ.
მე მძულს თითოეული რუსული სიტყვა,
რომელსაც ჩემს დაჩაგრულ,
დაბყრობილ,
ოკუპირებულ ქვეყანაში ამბობენ.
რუსული უფრო კარგად მესმის,
ვიდრე ინგლისური,
მაგრამ წლებია არ ვპასუხობ არცერთ რუსს!
არცერთს!
მძულს რუსი
და ამ განწყობით ვიქნები სიცოცხლის
ბოლო წვეთამდე,
იმიტომ, რომ მაგათ ანწუხელიძეს ზურგზე იხტუნავეს და პირიდან სისხლი რომ მოსდიოდა,
საქართველოს დროშა გათელეო
დასძახოდნენ,
არ გათელა და მოკლეს შალვა,
მოკლეს!
ანწუხელიძე რუსებმა მოკლეს,
უფლება გვაქს რუსი გვძულდეს!
რუსებმა წაგვართვეს,
დედებს საკუთარი შვილების თვალები გადააყლაპეს
(ღმერთო რა სიგიჟეა, მაგრამ ამას თავად ქართველები ყვებიან, უმძიმესი ისტორიებია),
გოგოები გააუპატიურეს,
ქართველებს
კიდურები დააჭრეს,
თავები მოაჭრეს.
რუსმა ჯარისკაცებმა,
ქართველ ქალებს ზედ დააფსეს
და ეს ქართველ კაცებს აყურებინეს,
როგორ აფსამდნენ ქართველებს,
ჰო, განა არაა საკმარისი მიზეზი,
რომ რუსი ხალხი მძულდეს?!
მძულს საქართველოში ჩამოსული ყველა რუსი,
რომელიც ბატონად გრძნობს თავს,
მძულს რუსეთის დამპალი იმპერია!
მე ანწუხელიძეს ქვეყნიდან ვარ,
მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქვეყნიდან ვარ,
ილია ჭავჭავაძის ქვეყნიდან ვარ,
სანდრო ახმეტელის,
მიხეილ ჯავახიშვილის,
კოტე აფხაზის,
მიხა ხელაშვილის
ქვეყნიდან
ვარ და მძულს ყველა რუსი!
რუსზე მეტად კი
რუსეთის მოყვარე ქართველი მძულს,
ერის ისტორია რომ არ იცის
და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.
და კი,
ძირს რუსეთია დამპალი იმპერია!
დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!
შეგახსენებთ, არანაირი „ ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას. ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე,  უფლებადამცველის, ბაია პატარაიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ამბობს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და აგვისტოს ომის წინ რუსების შემოშვება, მათთვის კომფორტის შექმნა, პროვოკაციაა“.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობია“.
სრულად წაიკითხეთ სტატია