“ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“ - ესპანეთის მმართველობის კოორდინაციის და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი

Primetime.ge 2 თვის წინ 35
“ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“ - ესპანეთის მმართველობის კოორდინაციის და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი
“ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“ - ამის შესახებ ესპანეთის მმართველობის კოორდინაციის და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი წერს.სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. სულ უფრო რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გახდა.ესპანური ანალიტიკური ცენტრი სტატიაში განიხილავს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები უდავოდ გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის.“ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისა და მთლიანობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდობის, გამჭვირვალობისა და თავისუფლების გარემოში, სადაც სუვერენული ხალხი გამოხატავს საკუთარ აზრს, გარე ჩარევების გარეშე. საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიის და, შესაბამისად, ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის.“ქართული ოცნების“ მთავრობამ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ და რეგიონში საიმედო პარტნიორია. ამ გადამწყვეტ მომენტში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა არა მხოლოდ ქვეყნის მიღწევების აღიარება იქნება, არამედ მკაფიო გზავნილიც იქნება სამეზობლოში სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ ევროკავშირის ერთგულების შესახებ. საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არა მხოლოდ ინვესტიციაა რეგიონის მომავალში, არამედ ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაშიც."ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელობით, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ და აიღო ვალდებულებები სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების კუთხით, რაც ფუნდამენტურია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის საიმედო მოკავშირეა ევროპისთვის. მისი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლი რეგიონული უსაფრთხოების ინიციატივებში და მისი ევროპულ ღირებულებებთან შესაბამისობა ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ერთგულებას მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ," - ნათქვამია სტატიაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია