ქართული ჯარი,
დედაეკლესიასთან ერთად,
მუდამ იცავდა ჩვენი
ეროვნული იდენტობის სამ
ფუნდამენტურ საყრდენს -
მამულს, ენასა და
სარწმუნოებას. თავდაცვის
ძალების მიმართ
საყოველთაო ნდობა და
სიყვარული ჩვენი
მეომრებისა და
სამხედროების გმირული
თავდადებით არის
მოპოვებული. სამშობლოს
დასაცავად ჩვენს უახლეს
ისტორიაში არაერთი
გმირობის და თავგანწირვის
მაგალითი გვაქვს, -
განაცხადა საქართველოს
თავდაცვის მინისტრმა,
ირაკლი ჩიქოვანმა
ვაზიანში, საქართველოს
თავდაცვის ძალების
დაარსებიდან 34 წლისთავთან
დაკავშირებულ
ღონისძიებაზე სიტყვით
გამოსვლისას.როგორც
მინისტრმა აღნიშნა, ბევრმა
ჩვენმა ჯარისკაცმა
საქართველოს
თავისუფლებისთვის თუ
მსოფლიოში მშვიდობის
უზრუნველსაყოფად ყველაზე
ძვირფასი - სიცოცხლე
გაიღო."დღეს თავდაცვის
ძალები გახლავთ
თანამედროვე, ტრადიციულ
ღირებულებებზე
დაფუძნებული სამხედრო
ძალა, რაშიც თითოეული
თქვენგანს დიდი წვლილი
მიუძღვის.განსაკუთრებით
მინდა გამოვყო ის 117
სამხედრო მოსამსახურე,
რომელიც, 30 წელზე მეტია,
ემსახურება სამშობლოს და
თავდაცვის ძალების
განვითარების ცოცხალ
ისტორიას
განასახიერებენ.ჩემთვის
და ყველა თაობის
სამხედროსთვის პატივია
თქვენთან ერთად ჩვენი
ჯარის მშენებლობა.მინდა
აღვნიშნო, რომ ჩვენი
მთავრობის პრიორიტეტია
თავდაცვის მზადყოფნისა და
შესაძლებლობების კიდევ
უფრო გაძლიერება და
სამხედრო მოსამსახურეების
სათანადო დაფასება.ჩვენი
ხელისუფლების
დამოკიდებულება ჯარის
მიმართ განსაკუთრებულია", -
აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.