“ქართული ღვინის ცნობადობა მაღალ მხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დაბალია” – “მერებაშვილის მამული”

News.ge 21 საათი წინ 1
“ქართული ღვინის ცნობადობა მაღალ მხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დაბალია” – “მერებაშვილის მამული”

“ქართული ღვინის ცნობადობა მაღალ მხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დაბალია”, – ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის „მერებაშვილის მამული“ წარმომადგენელმა, შალვა მერებაშვილი ისაუბრა.
„მერებაშვილის მამული“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც მამაპაპისეულ ისტორიას აგრძელებს. ის შიდა ქართლში, კერძოდ კასპში 2012 წელს დაარსდა და 2018 წელს ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება დაიწყო.
შალვა მერებაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათი მიზანი მაღალი კლასის, ელეგანტური და დაბალანსებული ღვინოების წარმოებაა. ის დასძენს, რომ მარნის წარმოებულ ღვინოზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდებას ძლივს ახერხებენ.
მისივე ინფორმაციით, კასპში მდებარე მეღვინეობის 80% ადგილზე, მხოლოდ მარანში იყიდება. ასევე გასულ წლებში მათი წარმოებული ღვინოები იაპონიასა და გერმანიაში გაიყიდა, საიდანაც მერებაშვილის ცნობით, გამოხმაურება ძალიან დადებითი იყო.
„პანდემიის შემდეგ ჩვენი ყურადღება ექსპორტზე გადავიტანეთ, კერძოდ გერმანიაში და იაპონიაში, სადაც ჩვენ ღვინოს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემი ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ჩვენი ღვინის დაგემოვნების შემდეგ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო. საექსპორტო ბაზრებზე, კერძოდ გერმანიის ბაზარზე ჩვენი ღვინის ფასი €15-18 ფარგლებშია.
ღვინოს საკუთარი ვენახისგან ვამზადებთ, რომელიც 2 ჰა-ზე კასპშია გაშენებული. საწყის ეტაპზე ბიზნესი 600 ბოთლით დავიწყეთ და დღეს უკვე წარმადობის მოცულობა 6000 ბოთლს აღწევს”, – ამბობს შალვა მერებაშვილი და დასძენს, რომ წარმადობა წლიდან წლამდე მზარდ დინამიკას აჩვენებს.
მისი თქმით, მათთვის მთავარი არა მხოლოდ რაოდენობის გაზრდა, არამედ ქართული ღვინის უნიკალურობის შენარჩუნება და მისი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა.

სრულად წაიკითხეთ სტატია