ქართული ღვინის
საექსპორტო პოტენციალის
გაზრდის და პრიორიტეტული
საექსპორტო ბაზრების
დივერსიფიცირების მიზნით,
საქართველოს მთავრობამ 2021
წლის სექტემბერში
„ქართული ღვინის
პოპულარიზაციის
ხელშეწყობის სახელმწიფო
პროგრამა“
დაამტკიცა.პროგრამას სსიპ
ღვინის ეროვნული სააგენტო,
საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს
კოორდინაციით
ახორციელებს.ღვინის
ეროვნული სააგენტო
მარკეტინგული ხარჯების
თანადაფინანსებას მხოლოდ
იმ კომპანიებისთვის
ახორციელებს, რომლებიც
ექსპორტს მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში
(გარდა დსთ-ს და სუამ-ის
ქვეყნებისა), პრიორიტეტულ
ბაზრებზე
ახორციელებენ.აღნიშნული
პროგრამის ფარგლებში, 2025
წელს, თანადაფინანსების
სახით, ჯამურად, 692.969 ლარი
მიიღო ქართული ღვინის
მწარმოებელმა ცხრა
კომპანიამ: „ჯიველი“, „ვილა
მოსავალი“, „თელიანი ველი“,
„ვაზისუბნის მამული“,
„მეღვინეობა ჩელთი“,
„კახური ტრადიციული
მეღვინეობა“,
„დუგლაძეების ღვინის
კომპანია“, „თიკო ისთეით“
და „მეღვინეობა
შუმი“.პროგრამის
პირობების თანახმად,
აღნიშნულმა კომპანიებმა,
მიზანმიმართული
მარკეტინგული
ღონისძიებების შედეგად, 2024
წელს, 2023 წელთან შედარებით,
ექსპორტის მოცულობა
გაზარდეს ამერიკის,
ევროპისა და აზიის
ბაზრების
მიმართულებით.გასულ წელს
პროგრამით
თანადაფინანსება ხუთმა
კომპანიამ მიიღო, ჯამური
თანხით 243,281.28 ლარი.